Предыдущая публикация
გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს. ნუ შეეცდები ჩაწვდე ღვთის განგებულების საიდუმლოს. წმიდანებიც კი ვერ კადნიერდებოდნენ, რომ ჩაწვდომოდნენ ღვთის განგებას. ზოგჯერ სწორედ ის, რაც ჩვენ შეცდომად გვეჩვენება, სინამდვილეში ღვთის უმაღლესი განგებულებაა. ღვთის განგება თავის ძალას იქ ამჟღავნებს, სადაც ადამიანი ზოგჯერ მხოლოდ უძლურებას ხედავს. ფუჭად არ ჩათვალო თუნდაც ყველაზე უმცირესი მოვლენა და გარემოება შენს ცხოვრებაში, როგორიც არ უნდა იყოს ის: უფალს სურს ამით რაიმე გასწავლოს ან რამისგან განგწმიდოს; თუ მას (შენი ცხოვრების გარემოებას) ყურადღებით განიხილავ, მაშინ დაინახავ, რომ ის სწორედ შენს სასიკეთოდ ყოფილა.."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1