"..
უთხრა ქრისტემ: -- "შენ ამბობ!"..
.
--"შენ ამბობ!".. " შენ ამბობ!".. "შენ ამბობ!"..
.
--ზაქარია, ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, რაა, ვინ არის ეს--ნიკოლოზ მაქარაშვილი?
--რა ვიცი, აბა, რა გითხრა, პირადათ არ ვიცნობ?..
--მღვდელია?
--არა მგონია!
--აბა, ბერ-მონაზონი?
--არ ვიცი, რავი!
--მეფეე?
--არა, არა, რა მეფე!?. რავი, ერთი ჩვეულებრივი კაცია, ოღონდ არ ლაპარაკობს, მდუმარებაშია. არავის ლანძღავს, არავის ჭორავს, არავის განიკითხავს, არავის შეურაცხყოფს. გარეთაც კი არ გამოდის წესიერათ,.. თვეობით ჩაიკეტება ოთახში და არის მარხვასა და ლოცვაში, მტრისა და მოყვასის დალოცვაში,.. მეტანიებში. არ მრუშობს, არ იპარავს, არ ლოთობს, არ მუცელღორობს, არ ეწევა, არ იჩხირავს, არ ჩხუბობს, არ ბილწსიტყვაობს, არ ამპარტავნობს, წლებია საწოლში არ უძინია, სკამზე მჯდომარე იძინებს და მაშინაც, გადაბმულად, სამ საათზე მეტი არ სძინავს. არ უყურებს ტელევიზორს, არ უსმენს რადიოს, არ აქვს ბიზნეს წილები და არ ფლობს უძრავ-მოძრავ ქონებას, რაც ფული შესდის შესაწირის სახით, იმასაც გაჭირვებულებს ურიგებს, სალოსობს, შორ მანძილზე მყოფშიც კი აღძრავს სინანულის გრძნობას და სინდისის ქეჯნას, წინასწარმეტყველებს (რაც სიზუსტით ცხადდება) და უამრავ ადამიანს ჰკურნავს!.. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ფლობს ძალას, დროსა და სივრცეს. ფლობს დიდ და მრავალმხრივ ცოდნას და გამოცდილებას. სკოლა ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული, ინსტიტუტი--წითელ დიპლომზე, განათლებულია. არის წმიდა ბერი გაბრიელის გამოზრდილი და ერთადერთი სულიერი მემკვიდრე. აი, სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია მის შესახებ!..
--ზაქარია, ანგელოზი ყოფილა ეგ კაცი?!
--ჰო, რა ვიცი, ჩემისთანა ცოდვილი კაცის თვალთახედვით, ეგ კაცი სუფთა სულის კაცია!.. და თუ სუფთა სულის კაცს ამდენი რამ ხელეწიფება, ესე იგი ის აღვსილია ღვთის ძალით და შემოსილია სული წმიდის მადლით! აქედან გამომდინარე კი ვფიქრობ, რომ ის მართლაც არის მღვდელიც, ბერიც, მოძღვარიც, წინამძღვარიც, იერარქიც, პატრიარქიც, მეფეც, წმიდანიც და მესიაც!.. შეიძლება ღვთის ანგელოზიც!.. აბა, სხვა რაღაა, დალოცვილო, წმიდანობა და ანგელოზობა!?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев