ხშირად ვფიქრობ, როგორ რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა. ცხოვრებაში ყველაფერს დასაწყისი აქვს, და სწორედ ეს დასაწყისი ხშირად ყველაზე დიდ შიშს იწვევს. ჩვენ წინ გვიდგას გაურკვევლობა, ეჭვები და შიში, რომ რაღაც არასწორად წავა. ამ ყველაფერმა შეიძლება დაგვაბრკოლოს და გზაზე გაგვაჩეროს.
თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველი ნაბიჯი რეალურად გასაღებია. ის არის ის ძალა, რომელიც გვეხმარება წინსვლაში, განვითარებაში და მიზნის მიღწევაში. როდესაც ამ ნაბიჯს ვდგამთ, ჩვენ საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უკვე აღარ არის ისეთი რთული მეორე, მესამე ან მეოთხე ნაბიჯის გადადგმა.შენ უბრალოდ გჭირდება, რომ გამბედაობა მოიკრიბო და იმედით გაიხედო წინ. შესაძლოა, გზაზე დაბრკოლებები შეგხვდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შენ ნაბიჯი
გადადგი.
ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იქნება ეს კარიერა , პირადი ურთიერთობები თუ საკუთარი თავის აღმოჩენა , სწორედ ამ პირველ ნაბიჯზე დგას. ასე რომ, თუ რაიმე სიახლეს გეგმავ, გიხარია თუ გეშინია, გახსოვდეს: პირველი ნაბიჯი ყოველთვის ყველაზე რთულია, მაგრამ სწორედ ის გზაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გახსნის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1