არ მახსოვს ჩემი ლოცვა ღმერთს უპასუხოდ დაეტოვებინოს...
არ მახსოვს რაიმე მეთხოვოს და არ შეესმინოს ჩემი გულმხურვალე ვედრება...
პირიქით, იმასაც კი მაძლევდა, რაც არ მითხოვია... ალბათ ძალიან მჭირდებოდა და იმიტომ...
ვყოფილვარ ცხოვრებაზე ნაწყენი, როგორ არ ვყოფილვარ... გაბრაზებულიც ვყოფილვარ... წაბორძიკებული, უარყოფილი და ნერვებდაგლეჯილი, მაგრამ არ მახსოვს ოდესმე, გაბოროტებული ვყოფილიყავი...
მთავარი მაინც ის არის, რომ ღმერთს ვუყვარვარ და არასოდეს მტოვებს მარტო!
მთავარი მაინც ის არის, რომ ბედნიერად ვგრძნობ თავს!
იცით რას მივხვდი?! - თუ შენი გონება და გული სიკეთეს ემსახურება, შეიძლება ბოროტებამ გაწვალოს, ბევრი განსაცდელი მოგიწყოს, მაგრამ ვერ დაგამარცხებს!
ყველაზე დიდი და საიმედო საყრდენი შენი რწმენაა, თუ გწამს, შეუძლებელია ვერ გადაცურო ზღვა... ვერ მოერიო უსამართლობას...
აუცილებლად მიაღწევ მიზანს თუ ღმერთს არ დაკარგავ... თუ ღმერთამდე შეძლებ შენი ლოცვების მიტანას...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1