1) მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს რამდენიმე სხვადასხვა წმინდანი ჰყავს წმინდა ვალენტინის სახელით, რომელთაგან არცერთის ბიოგრაფია არ ავლენს კავშირს იმ თქმულებასთან, რაც არსებობს 14 თებერვალს მოხსენიებულ ვალენტინის გარშემო;
2) რომაულმა კათოლიკურმა სამყარომ ეს „დღესასწაული“ ძველი წარმართული „დღესასწაულის“ ლუპერკალიის გადასაფარად დაადგინა, რომელიც გულისხმობდა საყოველთაო ორგიების მოწყობას; ამ წარმართული უზნეობის გავლენას დღევანდელი ვალენტინობაც განიცდის და მისი აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უფრო და უფრო ემსგავსება იმ ძველ აღვირახსნილ რიტუალებს;
3) ეს „დღესასწაული“ შემოგდებულია საქართველოში და ჩვენი სამშობლოს სულიერი და ეროვნული ღირებულებებისათვის ამგვარი „სიყვარული“ აბსოლუტურად უცხოა და შეუთავსებელი: ჩვენს ღირსეულ წინაპრებს არაფერი ჰქონდათ გაგონილი ე.წ. ვალენტინობის შესახებ, მაგრამ რა, ჩვენზე ნაკლები სიყვარული იცოდნენ?
4) ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარს ამის ყოველწლიური გეგმიური დემონსტრირება 14 თებერვალს ცოტა არ იყოს ხელოვნურია, დაპროგრამირებული და ამდენად ფასადურიც;
5) სიყვარულის წყარო ვალენტინი კი არა, თავად უფალი იესო ქრისტეა, მამასთან და სულიწმიდასთან ერთად, ვისი მადლის გარეშეც არავის აქვს უნარი სიყვარულისა;
6) ყველა ადამიანი ღმერთის შექმნილია, მაგრამ სამწუხაროდ ყველა ღმერთთან ყოფნას არ ირჩევს;
7) გლობალურად კი არ უნდა ვუყუროთ ყველაფერს, არამედ მარადიული სამყაროს გადმოსახედიდან, რადგან ეს გლობალური მსოფლიო, ეს გლობუსი, თავისი ამასოფლისეული ღირებულებებით აუცილებლად გადაშენდება, უფლის სიტყვით, განკითხვის დღის შემდეგ;
8) ნუთუ იქ, სადაც ვალენტინობა შემოიღეს რამენაირად გაიზარდა სიყვარული ადამიანებს შორის? აშკარაა, რომ ფაქტები ვალენტინობის სასარგებლოდ აქაც არ მეტყველებს.
ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი ვალენტინობის გარეშე. სიყვარულს არ სჭირდება უაზრო ცერემონიებით თუ რიტუალებით დამოწმება, რამეთუ ის დაუსაბამო ღმერთია, რომელიც თავადვე წარმოადგენს საკუთარი თავის დამოწმებას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10