როგორც ხედავთ კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად რამდენჯერაც გაუკეთეს ,ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახება და კარი უმალ ვარდება . სწორედ ამიტომ მას *კარუგდებელა* უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი ტყიბულის მახლობლად მდებარეობს სოფელ გოგნში. 23 ნომებერს და 6 მაისს როცა გიორგობა აღინიშნება აქ მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან არც თუ ისე სასიამოვნო გზას (ცენრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია) საოცარი სანახავია ,როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას. დღეს ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით შენდება დიდი ტაძარი,რაც საშუალებას მისცემს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც დაესწროს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 37