Предыдущая публикация
ნიავს გამოვყევი შენსკენ.
გულში ჩაგიხუტე, ბაგეს ვეამბორე,
მერე გაგექეცი ჩემებრ.
ოცნების კოშკები შენით ავაშენე,
შენი სიყვარულის ეშხით.
ძლიერ მომენატრა შენი ჩახუტება,
სიცოცხლე მომენატრა შენით.
მოდი ჩამეხუტე, მომხვიე ხელები,
არსად გაგექცევი მერე.
მოდი სიყვარულის დავლიოთ სასმისი,
მომიალერსე შენებრ.
შენმა მონატრებამ თავგზა ამიბნია,
გული ამივსო სევდით.
მოდი გამიფანტე ოხერი დარდები,
აღარ მაწყენინო მეტი.
ცაზე ოცნებების ფერები გაკრთება,
ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოდი მომეხვიე, გულში ჩამიკარი
და აღარ გამიშვა ხელი...
15.04.2019
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1