უფალო, შენთან საუბარი მინდა. მიყვარხარ უფალო და მწამს რომ არსებობ და შენი ძალა ყველა ძალაზე უფრო დიდია. ღმერთო, ვიცი რომ მისმენ. მისმენ როდესაც ვლოცულობ.
ღმერთო, მომეცი ძალა გულით ვილოცო. იყავი ჩემში უფალო და ხელი შეახე ჩემს გრძნობას, რომელიც გულიდან გამოდის. ხელი შემიხე უფალო და გამოუშვი გარეთ. გამოუშვი გარეთ ის უდიდესი, უზარმაზარი, უსასრულო სიყვარული, რომელიც შენ მომეცი.
ღმერთო, მაპატიე, მაპატიე, რომ მუდამ შენთან არ ვარ, მაპატიე რომ მუდამ ჩემში არ გგრძნობ, მაპატიე რომ ამ ბედნიერ წუთებს მუდმივობად არ ვაქცევ და ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა.
ღმერთო მომხედე, მომეცი ძალა, იყავი ღმერთო ჩემთან ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთსა და ყოველ წამს.
Комментарии 37

მადლობა, რომ მომეცი ამ ლოცვის თქმის უფლება.