Предыдущая публикация
და როგორც სანთლის გარშემო პეპლები-
-მე შენს ირგვლივ დავფარფატებ
ფრთებშეტუსული ღამის ფარვანა...
შენ გინდა ტაში!
და მეც მორჩილად მიწევს
გაცვეთილი დითირამბების
უხმოდ ატანა...
შენ ხარ ვიკინგი...
და წარმართი შენი სხეული
ჩემს კერპს აღმერთებს...
გამთალე ქვაში, მინდვრის ყვავილებით შემმოსე
და მერე, რამდენჯერ გადამაკეთე...
მე ქალი ვარ-შენ გქვია კაცი...
გაზაფხულდა და გამეღეღა სულის საკინძე!
ერთი სული მაქვს გითხრა-
-ნუ მოხვალ, წადი!
ან კიდევ:
თუ მაინც და მაინც მინდა,
რომ ჩემს კარადაში შარვალი ეკიდოს-
-ჩემსას დავკიდებ...
მაგრამ, შენ გქვია კაცი და
მავსებ,
ამიტომ მე შენ ცხოვრება დაგითმე...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев