ვერ შეეხები, არც სურნელი აქვს.”
,, ჩახუტებისას, ერთმანეთს საკუთარ შიშებს ვუზიარებთ.”
,, ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გყავს, ვინც შენთან შენზე ისაუბრებდა?”
,, არ მიყვარს მარტო ყოფნა. უბრალოდ ზედმეტ ნაცნობებს არ ვიჩენ, რათა ადამიანებმა იმედი ისევ არ გამიცრუონ.”
"და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ ერთი რამ კი იქნება ცხადი. გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი."
"ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში..."
,,ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ , მაინც ემსგავსება ცარიელ ოთახს, რომელიც ყველამ დატოვა."...❤️🌹
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2