Предыдущая публикация
ხმელი ფოთლების სურნელი აქვს ისევ
მოლოდინს...
დეკემბერიდან სექტემბრამდე
დრო იწელება...
დაიბადება შემოდგომა-
ცდა ხომ ამად ღირს...
ყვითელ ფოთლებზე ბევრი
ლექსი დაიწერება...
ვარდებს,ალუბლებს, იასამნებს მიივიწყებენ,
ბროწეულები წითლად ელვას რომ დაიწყებენ...
აღარც მზეს ვეძებ,ნისლის მარცვლებს ავიწყობ მძივად,
ბრმად მივენდობი ,ნოემბერის სევდიან წვიმას...
ბედს ვიზიარებ შემოდგომის-ჩემია წერა,
შევეხიზნები , თავს შევაფარებ ამ ფოთოლცვენას...
თინა ლომთაძე 🍂🧡
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев