❤️...
,,რა გვინდა ქალებს?! - მარადი სითბო,
დიდ სიყვარულში ჩაწნულ გვირგვინად.
დედობის სიტკბო და უსასრულოდ
შვილის თვალები მზედ და თილისმად.
რა გვინდა ქალებს, თუ არა ნდობა,
გზად დაფენილი ზოგჯერ ვარდები.
თუ ყურადღებას ხანდახან ვითხოვთ,
არ მოგვაკაროთ გულზე დარდები...
ზოგჯერ სიცივე გვერევა ფიქრად,
ცრემლი აიკლებს ღია იარებს.
ხან ერთი სიტყვა, ერთი ღიმილი,
შერიგებისკენ მოგვატრიალებს.
ხან მოგვისმინონ გვინდა უბრალოდ
და სანდო მხარზე თავის დადება.
მზით დაწყებული ალიონები,
სულში სიმშვიდე როცა ღამდება.
ჰო, გვინდა ხოლმე ფინჯანი ყავა,
გახსნილი გული და მზერა თბილი.
ზოგჯერ ცრემლების მდუღარე ლავა
ორაზროვნადაც დაიწყებს სიცილს...
რა გვინდა ქალებს?! სიცხეში-ჩრდილი,
გული, რომელიც გვიცავს და ზრუნავს.
ის სიყვარული, ის ერთგულება,
ჩვენს გამო სხვაზე რომ იტყვის უარს."❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев