Предыдущая публикация
დარდმა გააბოლა ძველი ყალიონი
მთვარემ მოგონება ნისლში შეაცურა
ზეცას წაეკიდა ფერი საფირონის!
ქარმა უდარდელმა თმები ამიწეწა
ბაგეს მიაყინა თბილი ღიმილები
მერე ოცნებები ზეცას აიტაცა
მიწას დაუშინა სეტყვად ტკივილები..
ვერ გავაფერადე ტკბილი მოგონება
ბინდმა უკითხავად ფუნჯი ამაცალა
დილის გათენებას ცისფრად დავხატავდი
მაგრამ ეგოისტმა ღამემ არ მაცალა!
ჩემი სურვილების ნანატრ მწვერვალებზე
ჯერაც არ ჩამქრალა გრძნობის ჩირაღდანი
ახლა მოძალადე ფიქრებს გავექეცი
იმედს დაუნიშნე ჩემთან პაემანი..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2