Предыдущая публикация
ისევ მოგძებნი ათასჯერ
ათასჯერ გეტყვი მიყვარხარ
გულში ჩაგიკრავ, გადაგრევ...
სათქმელს თვალები გეტყვიან
დრო არცერთ სიტყვას არ მარჩენს
მოგძებნი თუკი დაგკარგავ
მიყვარხარ- გეტყვი ათასჯერ.
ჩაგეხუტები, ჩაგიკრავ
გულს წრფელი გრძნობით ავავსებ
ერთ დღესაც ვიცი გამკიცხავ
თვალს ცხარე ცრემლით აავსებ...
გპირდები თუკი დაგკარგავ
გიპოვი ისევ გადაგრევ
ჩაგეხუტები და გულში
ისევ ჩაგიკრავ ათასჯერ.❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2