Предыдущая публикация
ყველაზე მეტად მაშინ მინდა მითხრა - მიყვარხარ,
როცა მგონია, რომ თავს ზემოთ ზეცა მემღვრევა,
როცა მგონია რომ ნოემბრის მერე ზამთარი - შემაშინებს და ბილიკებიც გადათეთრდება...
ყველაზე მეტად მაშინ მინდა მითხრა - მიყვარხარ,
როცა არ ველი,
როცა სული დარდით მევსება,
როცა შორ გზაზე გავამგზავრე ჩემი მერცხლები,
როცა ოქტომბერს ჩემს ფანჯრებთან ფერი ეცვლება...
ყველაზე მეტად მაშინ მინდა მითხრა - მიყვარხაააააარ,
როცა ბუხართან წლები სითბოთ მხრებზე მეღვრება,
როცა მგონია, რომ ამ ქვეყნად სულ მარტო დავრჩი,
როცა თვალებთან ნაოჭებიც წვრილად მემჩნევა....💕💕🌼
/დიკა სალაყაია/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев