Предыдущая публикация
მართალია, ფარსმან I-ს რომმა არ დართო ნება, შეერთებინა სომხეთი, მაგრამ იბერიის მეფემ გარკვეულ წარმატებას მაინც მიაღწია. ტაციტუსის სიტყვით, რომის იმპერიის ხელისუფალთაგან “ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები დამორჩილებოდნენ ფარასმანეს” (ე. ი. ფარსმან I-ს), მისი სამეფოს მოსაზღვრე. დიონ კასიუსის მიხედვითაც, საქართველო-სომხეთს შორის სადავოდ ქცეული მხარეები I-II საუკუნეებში იბერიის სამეფოს შემადგენლობაშია, II-III ასწლეულთა მიჯნაზეც მტკვრის ორივე მხარეს სომხები კი არა, ქართველები (იბერიელები) ცხოვრობდნენ. ქრისტეს შობიდან I საუკუნის რომაელი ავტორის, პლინიუს უფროსის ცნობითაც, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი, ტაშირი იბერიის სამეფოს შემადგენლობაშია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1