Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Напишите, что Вы ищете, и мы постараемся это найти!
Левая колонка
О группе
როდესაც საჭიროა კეთილისყოფა, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ძმა, ღვიძლი დედითა და მამით, არ არის შენთან ერთობაში ჭეშმარიტების კანონით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს უპყრიათ მართალი დოგმატები და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა; ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ განვარჩევთ არა ენითა და წარმომავლობით, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც იმარხავს მართალ სწავლებას სარწმუნოებაზე და ეწევა კეთილმსახურ ცხოვრებას