Предыдущая публикация
ადამის მოდგმის საძრახისი ისევ მაწამებს,
თვალში რად უდგას ცრემლის გუბე დედა მარიამს,
რად დაეკიდა მარგალიტი ცრემლად -წამწამებს?
ვის უნდა ვთხოვოთ პატიება-ზრახვებით ბნელით
კეისრის სასწორს უფლის ბედი გადაეწონა?
შევნატრი წუთებს -როს მარია მაგდალინელი
ჯვარის სიმძიმით დაღლილ მუხლებს რომ დაეკონა.
უფალო,ერთი ჭრილობაც კი ვერ გაგიმთელე,
ნატერფალს შენსას სინანულით მინდა ვკოცნიდე,
რარიგად მტკივა , მაცხოვარო, რომ ვერ გიშველე,
უფალო სისხლის ცრემლებიც რომ ვეღარ მოგწმინდე..
ფიქრით ავუყევ შენთან ერთად გოლგოთის კიბეს,
შემოგეშველე.დაგიამე ნაგვემი შუბლი...
დიდება შენდა! ..ცოტა დარჩა!..ერთი დღე კიდევ-
მთელი სამყარო იზეიმებს აღდგომას უფლის!
თეა ხასაია
2015/10/04
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3