Предыдущая публикация
ირგვლივ სინათლეც ბნელი მეგონა...
ხშირად ვფიქრობდი, ღმერთო, ნახვამდის,
მეტი რა უნდა გამოეგონა...
შენზე თბილი და შენზე მაღალი,
ჩემი ბავშვობის თეთრი ოცნებით...
სურვილი, როგორც მთვარე ახალი,
ანდა მორწმუნე კაცის ლოცვები...
არ მიფიქრია, ისე გიპოვე,
და უჩვეულოდ მშვიდი ქარია...
მთელი ცხოვრების მზე დამიტოვე,
შენი ბრალია, რაც მიხარია...
პეტრე კოლხი
https://www.youtube.com/channel/UCxUVMm0mP3GxvW6SGzi4tQg
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев