ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს, ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ, მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი, მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი" მე კი ვაგრძელებ: მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი, დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი? რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული, მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა "მაჩუქე გული" მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუტში ჩემგან შორს არის, თან ცჰემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის, ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის, და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის... ცოტა ხნის შჰემდეგ მე ავდგები და გარეთ გავალ, ვიყიდი ვარდებს, 27ცალს ისევ ნამიანს, ნაცნობ აღმართზე სიბნელეში ნელ- ნელა ავალ და მივადგებიამ გზის ბოლოს, ღობეს ჟანგიანს... კარებს გავაღებ თვალს მოვავლებ სულ ბალახია, იმ ადგილს ვეძებ სადაც ჩემი გული მარხია, და გავჩერდები ნაძვის ძირშ მე ერთ საფლავთან, ვარდებს დავაწყობ ჩამოვჯდები საფლავის ქვასთან... ხომ არ გეგონა დამავიწყდი ჩემო სიცოცხლე ეჰ... რა უზომოდ მენატრები ნეტა იცოდე, დაბადებისდღის მოსალოცად ამოგიარე, გადაგიხადე... და იმიტომ დავიგვიანე..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев