Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
როგორ დავიჯერო?
როგორ დავიჯერო?
თავი მოიკლაო ხევსურმა.
სისხლი გამეყინა,
სული ამიტირდა,
ნათელში განისვენოს
შენ სულმა.
ნეტა ვინ ოხერმა,
ვინ ამოსაგდებმა,
დაწყევლა მთის
მარგალიტები,
ჯერ თეო წავიდა,
წუხელი კი ალუდა...
წავიდნენ -
სამოთხის გვრიტები!
ღმერთს...
"მე ჩემს ბიჭს შენს სახელს
დავარქმევ უეჭვლად
თვალის ფერს ქალების
საკოცნელს გავუხდი,
ვაჟკაც სულს ჩავუღვრი სულში
და ძარღვებში
გამოზრდილს დილამდე უძილოდ
დავუცდი.
მე ჩემს ბიჭს შენს სითბოს
ვარგუნებ ჯილდოდ და
სიყვარულს ვასწავლი ჩუმსა და
გამოცდილს, ...
ოდესმე გეტყვი, რომ არსებობისთვის მე პურზე მეტად, შენი ხორბლისფერ კანქვეშ გამთბარი სული მჭრდება..
როდესმე იგრძნობ, რომ უფრო ახლოს ვარ, ვიდრე წამწამებს შორის წამის მოლოდინი ))