რაც არ მქონია, მასზე ვწერ ლექსებს მწვანე მთის ძირში შემიპყრო ფიქრმა, ბევრი წელია ცხოვრებას ვებრძვი, ფუჭად წაიღო ჩემი დრო იმ თქმამ, რადგან უთქმელი ოცნებაც მეწვის. დილა ადრიან გავყურებ ფერდობს, ამწვანებული ხეებით მდიდარს, დარდის მორევში გავცურე შემპყრობს, თუმც ბედნიერი დღეები მიყვარს. რაც არ მქონია მასზე ვწერ ლექსებს, მასზე ვამღერებ დანამულ კალამს, ახლაც შევნატრი ადრე მფრენ მერცხლებს ისე, არსად ვიშურებ დანატრულ სალამს. გულში ვეღარ ვტევ საოცარ გრძნობას, ამოიფრქვევა როდისმე ალბათ, ვეღარ ვივიწყებ ნაომარს, ბრძოლას და კვლავ დარდისას მოვიჭერ ბალთას. რომ მეფიქრები, შენთან ვარ თითქოს, შენს მონატრებას სასჯელად ვიხდი, მაგრამ ვერ ვბედავ ვერსად თქმას თვითონ, ხელებს საშენო სათქმელად ვიწვდი. დრო მაქვს, გავყურებ შეჩვეულ ფერდობს, ბრძოლამ დამღალა, წაიღო ძალა, გულის კარს ვაღებ შელეულს ერთობ, რომ რაც კი დამრჩა, გამითბოს ახლა. ,,ეთო" .აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    2 класса
    ვერ ამოვცალე ვერ ამოვცალე გულიდან სევდა, ნაჭრილობევი ამტკივდა ისევ, რაც ბავშვობიდან მუდმივად მდევდა, ხსოვნაში დარჩა, გაცივდა ისე... აქ მარადმწვანე ბუნებას ვუცქერ, საგულისხმოა რაღაცით თითქოს, მეც სევდიანი უცვლელად ვუმზერ, იმ წლებს დაკარგულს... იქ სადღაც თითოს... ახლაც ვით ლავა, დარდი დუღს გულში, ამოსაფრქვევად ვერ ნახა გზები, მხოლოდ ფიქრებში? განცდით წუხს სულიც, რომ ვერ იპოვა, მხრებს დასცვდა წლები. ჩაკეტილ ნაპირს აწვება სევდა, გამომწყვდეული, ვით ,,ბოთლში ჯინი", დაბერდა ისიც, რაც წყებად მდევდა და დაავიწყდა იმ დროის ლხინი. ,,ეთო" აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    1 класс
    ვერ მოვიშუშებ ჭრილობებს, ვიცი დაფლეთილ გულზე წვიმას რომ მასხამს, წვეთები ნეტავ რატომ ჰგავს ცრემლებს? ყველა დღე სევდას მძივად შორსნაცვამს, ალბათ ნაწერით ჩამოაქვთ ლექსებს. ფურცლებზე დარდი ლაქებად წვება, ემღვრევა ფერი უმსგავსო ფონით, ვერ ვაშრობ და კვლავ აჩნდება წლებად, მიუჩვეველი უზადო ტონი. შეგუებაა რთული და ძნელი, უიმედობა გადაწყვეტს ,,ხვალეს", თითქოს ყოველდღე მუდმივად ველი, ცხოვრებისათვის ჩასათვლელ ვალებს. ვერ მოვიშუშებ ჭრილობებს, ვიცი, რადგანაც ბილიკს მივყვები მარტო, შეუხორცებელს მიტოვებს, იცის და მეც არაფრის მითები მართობს. ,,ეთო" . აგვისტო .2024.
    0 комментариев
    1 класс
    მიყვარს ზღვა სულგანაბული ვუსმენ ტალღების ხმაურს, ვუყურებ მათ ცელქობას, მოძრაობას, როგორ ლამაზად მოიწევენ წინ ერთმანეთის მიყოლებით, ხან ფრთხილი, ნელი სვლით, ხან კი, თითქოს გაგულისებულნი ასკდებიან ფერადი ქვებითა და ჭრელაჭრულა კენჭებით დაფარულ ნაპირს. ზღვა სავსეა დამსვენებლებით, დიდებით თუ პატარებით, ზოგჯერ ტალღების ხმასაც კი ფარავს მათი ჟრიამული. ლამაზია ზღვა ...თვალმოუცილებელი გავყურებ მას და ვგრძნობ, რომ იქ მყოფების უმრავლესობა მხოლოდ თავიანთ სიამოვნებაზე ფიქრობს და აზრადაც არ მოსდით, რომ იქნებ ამ საოცრად მოლივლივე ლურჯ ტალღებსაც უნდათ მოფერება, იქნებ მათაც სურთ სიყვარულით მოექცეს ვინმე...ზღვა უსულო და უგრძნობი ჰგონია ხალხს და ყურადღებას არ აქცევენ ტალღების ემოციებს, მათ შფოთვას და ნაზად ,,სეირნობას"... შეიძლება მე ვფიქრობ ასე და მეჩვენება, რადგან სულ სხვა გრძნობა მაქვს ზღვის მიმართ. მიყვარს ძალიან და მასთან შეხებისას ვცდილობ ჩემი სითბო, სიყვარული ვაგრძნობინო, სულიერივით ვეფერები და გულში ვიხუტებ ჩემამდე მოსული ტალღის თითოეულ წვეთს, ვესაუბრები ფიქრით, სიამოვნებით ვუსმენ და ვმშვიდდები... რა ლამაზია ზღვის ჰორიზონტი, თითქოს იქ, მის შუაგულში უფრო მშვიდია და უფრო ლამაზი, უფრო ლურჯი ზღვა, განსაკუთრებით მზიანი დარგის დროს, თუმცა არანაკლებია მოღრუბლულშიც. მზის ჩასვლა ხომ საოცარზე საოცარი სანახავია...მგონია, რომ ზღვა სუნთქავს კიდეც და სწორედ ჩასუნთქვა--ამოსუნთქვის აგზავნის ტალღებს ნაპირისკენ ადამიანების მოსაფერებლად, ზაფხულის უსაშველო სიცხეში მათ გასაგრილებლად, პატარების გასართობად და გასამხიარულებლად...და ისინი თავის. მხრივ ელოდებიან ყურადღებას ადამიანების მხრიდან, გულისხმიერებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამაოდ...სიფრთხილეც საჭიროა ზღვასთან, რადგან მას თავისი წესები აქვს და განსაკუთრებით, როცა განრისხებულმა, მასთან ხუმრობა არ შეიძლება. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარს ზღვა, თითქოს სულ სხვანაირი ვხდები მის სიახლოვეს, ასე მგონია მე მესმის მისი და მას კი, ჩემი...❤️ ,,ეთო" აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    1 класс
    მომენატრები როცა თვალებში ჩადგება სევდა, ჯერ არ ნაფიქრებს ლექსს დავწერ მაშინ და შენც მიხვდები გრძნობა სად მწევდა, ან თეთრ ფერს რატომ ვერ ვამჩნევ თმაში. რადგანაც ფეხი გადმოვდგი უკვე, დავემორჩილე მე ღმერთის ნებას, ვეღარ ვუბრძანებ თქმას, შორით ვურკვევ, რადგან გულს წრფელის ელფერი ნებავს. როცა ბნელ ცაზე ამოვა მთვარე, სარკმელთან მიმჯდარს მომწყდება ცრემლი, მომენატრები, გამოვალ გარეთ, ხომ კარგად იცი, რომ დღესაც გელი. მომენატრები და მერე როგორ ... ეს სიყვარული მთებსაც კი შეძრავს, მაშინ შევძლებ და ამ ლექსებს მხოლოდ, გწამდეს ჩემს გარდა ვერავინ შეთხზავს. ,,ეთო" .აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    5 классов
    დღევანდელი ემოცია აუარება დამსვენებელი სტუმრობდა დღესაც ზღვას, მათ შორის გახლდით მეც. ჩემთან ახლოს ცოტა ხანში ახალგაზრდა ოჯახი მოთავსდა, ექვსიოდე წლის ბიჭით. მალე ბავშვის მამა ზღვაში გასაგრილებლად შევიდა, ბავშვი ნაპირთან ტრიალებდა, ვერ ბედავდა წყალში შესვლას, ეტყობოდა პირველად იყო. მამა მალევე მობრუნდა ნაპირისკენ და შვილი თავისკენ იხმო. ბავშვი ცქმუტავდა, უნდოდა, მაგრამ ისევ ვერ ბედავდა. ეს რომ შეატყო მამამ, ნაპირთან მოვიდა, პატარას ხელი ჩაჰკიდა, შემდეგ კი ხელში აიყვანა და ისევ უკან გაბრუნდა. პატარა ,,კაცს" შიში ჩაუდგა თვალებში და ღრმად დაიწყო სუნთქვა, მეც შემეშინდა, უნებურად ვაქცევდი მათ ყურადღებას. მამამ შეაგუა წყალს ბავშვი, თან ამხნევებდა ,,ნუ გეშინია მამი, ნახე რა თბილი წყალია, ხელს არ გაგიშვებ, ჩემო პატარავ" და ეფერებოდა ტკბილად. პატარა ვერ გაჩერდა და იძულებული გახდა მშობელი შვილი ნაპირზე დაებრუნებინა. ამასობაში დედამ საცურაო კამერა დაახვედრა შვილს, მამა კი ისევ შეცურდა ზღვის ტალღებში. არ ვიცი რა იფიქრა ბიჭმა, მაგრამ თვალები უცებ აუციმციმდა, კამერა წელზე მოირგო და ფრთხილად ჩადგა ფეხი წყალში, ესიამოვნა თავისი გაბედულება დაეტყო... --მამი, მამი!-გაისმა მისი წკრიალა ხმა, მამა მაშინვე შვილისკენ მობრუნდა და ხელიც დაუქნია--მოდი მამი, მეც მინდა ბანაობა, აქ მოდი და ხელი არ გამიშვა--დაუძახა ბავშვმა. მამამ მაშინვე შეასრულა შვილის თხოვნა და...ცოტა ხანში ბიჭუნას ზღვიდან გამოსვლაც აღარ უნდოდა...დაჭყუმპალაობდა თავისუფლად, ხალისით და თვალები ისე ლამაზად ციმციმებდა, რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. მეც გამოველაპარაკე, ქუთაისელი იყო, საუბარზე შეეტყო, თვითონაც შემომეხალისა და უკვე დამოუკიდებლად ,,ცურავდა". ცურავდა, ყვინთავდა და დედას გახარებული ეძახდა, ვიდეო გადამიღეო, ხარობდა პატარა, რადგან უკან მამის დიდ იმედს გრძნობდა. ისე გამიტაცა ამ ლამაზი სანახაობის ყურებამ, თითქოს ფილმს ვუყურებდი, ვიღიმებოდი მეც პატარას ხალისზე. მის შემდეგ გამომყვა ამ ბავშვზე ფიქრი, მისი ციმციმა თვალები არ მავიწყდება და გულში სულ იმას ვამბობდი, რომ ყველა ბავშვს, ყველა პატარას ჰყავდეს ნეტავ თავისი საკუთარი მოიმედე, მოსიყვარულე მამა, რომელიც ზურგს გამაგრებს მთელი ცხოვრების მანძილზე. გული დამწყდა, ნეტავ ფოტო გადამეღო მისთვის. P.S. ნეტავ მეც მყოლოდა მამა, ბევრჯერ მიფიქრია და ახლა უფრო გამიცხოველდა ტკივილი... მამა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა და დავრჩი ასე უმამოდ , უდაძმებოდ ხის ტოტზე გამოკიდებული მოფრიალე ეული ფოთოლივით, რომელსაც ძირს დაცემის მუდმივი შიში აქვს.😔😔 ,,ეთო" აგვისტო. 2024. ქ. ბათუმი.
    0 комментариев
    0 классов
    მიხარია რომ არსებობ, იცი, როგორ მიხარია? შენ ხომ ჩემი სიცოცხლე ხარ, ნაფიქრები, სიყვარული, განა მხოლოდ მიხატია, არც იფიქრო, ჩემთან ხარ, არ მავიწყდები. აბა მითხარ, როგორ შევძლებ დავიწყებას, მიხურული გულის კარი გამომიღე, შენ მასწავლე ბევრი ლექსის ჩაფიქრება და ერთბაშად სული დარით ამომივსე. რომ მიყვარხარ, ყველას მინდა გავუმხილო, მინდა ცაზე წითლად გული მივახატო, შენთვის სიტყვა სტროფებს თბილად დავურიგო, არასოდეს მადლით უფლის გიღალატო. შენზე ფიქრით ბევრი წელი გამელია, ბევრსაც ალბათ ისევ შენით მოვერევი, შენს პოვნაში ღმერთის ხელი გაერია, მას ვმადლობ და მჯერა მეტით მოგეჩვევი. ,,ეთო" .აგვისტო .2024.
    0 комментариев
    2 класса
    შენი სურნელით შენი სურნელით დავთვრები როცა, ჩამომისველებს ცრემლები სახეს, გამიკვირდება, რა რწმენით მომცა სიყვარული, რომ შენ ერთი გნახე. შენს მხარზე როცა თავს დავდებ კრძალვით, გულის ცემასაც დავითვლი რითმში, დახუჭულ თვალებს გავახელ მალვით და უცბად თითქოს, ჩავივლი ფილმში. მოგეფერები როდესაც თმაზე, გრძნობის ალმური აწვდება ცამდე, კვლავ შეეტყობა შორ დღესაც ,,ხმაზე," რომ ოცნებები ახდება, გწამდეს. გადმოვსახლდები შენს გამთბარ მკერდთან, შენი სურნელი დამათრობს მართლა, შემოვიბუდრებ ღონიერ მხრებთან და ყველა ნატვრა გამაქრობს მაღლა. ,,ეთო" . აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    1 класс
    ძველი ოდა გზის პირას ძველი ეზო--ოდა ჩანს, მიტოვებულს ჰგავს ჩაღამებული, მხიარულობდა ერთ დროს ცოტა ხანს, ახლა ფიქრებით გაწვალებული. სახე უტირის, დარდობს ძალიან, შუბლზე ემჩნევა მუქი ღარები, ნატრობს იქ გაზრდილს და ორ ხალიანს, პატარა გოგოს ლურჯი თვალებით. ფანჯრის მინებსაც წლები ეტყობა, წვიმით ცრემლებად დანადინები, არცერთი დროის ხმები ეთმობა, ადრე ბავშვების განაცინები. ტკივა...წუხს ოდა მიტოვებული, მტვრისგან შეჭმული თარო- -კედლებით, არავის ახსოვს ფიქრს მოკლებული, სახლი იმ დროს რომ ნატრობს ცრემლებით. ,,ეთო" .აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    1 класс
    სული აბორგდა სული აბორგდა, გასცდა ტრამალებს, მჭიდროდ შეიკრა დარდის მანტია, ვერ დაეწია ცასთან ფრთამალებს, ვერცერთ ნატვრას და ცრემლში დატია. ნაწვიმარ ზეცას შუბლი შეეკრა, ვერ გადალახა სევდის საზღვარი, სარკმელთან წვეთებს ზღურბლი შეექმნა და ხსოვნას შერჩა ძველი ზღაპარი. ფიქრებმა გული სევდით აავსო, შემდეგ ცასავით შეასკდა წუხილს, ვერცერთ ოცნებას შევწვდი საამოს, გრძნობას ვადარებ ზედნაბად ქუხილს. ბობოქრობს სული, სხეულთან იბრძვის, წვიმის წვეთებში შვებას გრძნობს თითქოს, ვერ დატეული რვეულთან იწვის და კალმით სტრიქონს სევდად შობს თითოს. ,,ეთო" .აგვისტო. 2024.
    0 комментариев
    3 класса
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
Показать ещё