Предыдущая публикация
ზეცას ამშვენებენ ვარსკვლავები,მიწას დაებზარა ზედაპირი,ვისთვის სიცოცხლეა ნაწამები,ვისთვის სიკვდილია გასაკვირი.
წყვილებს თვალები აქვთ დაკოცნილი,ცრემლებს ვინც ვერ მალავს ეულია,ზოგი ბედითაა დალოცვილი,ზოგიც უბედობით წყეულია.
ისევ გალეშილი ქარებია,ურცხვად ანიავებს ნაოცნებარს,ზოგთან, არც კი დაუხანებია,გრძნობის ეზიარა საოცრებას.
მთვარე ატირდა და დაიღარა,(ღამეს გაუმხილა დანარჩენი)ვიღაც სიყვარულით დაიღალა,ვისთვის ოცნებაა განაჩენი
http://www.youtube.com/watch?v=YvDO-x7G_0A&feature=youtu.beდავიგვიანე ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев