– წარსულის აჩრდილები – გახუნდა მზერა, მე გვიან მივხვდი დაღლილი თვალით, შენ სხვას შესცქერი ჩამავალ მთვარის.. ღიმილით, ცქერით, ყოველ დილით მას უხმობ გვერდით.. ათბობ, ადიდებ, თუმცა არ გახსოვს გათელილ წუთის! რაც იყო გუშინ, რაც იყო შენთან გახუნებულა,გათოშილა, გადამკვდარა ჩრდილის ქვეშ ლამის.. მე დღეს აღარ ვარ შენი მკილავი, აღარც წუხილი ძილმორეული ჩამესმის შენი.. ჟამი ნანატრი, განშორების უბრალო წამის.. * გახუნდა მზერა, მე გვიან მივხვდი დაღლილი თვალით.. 14.06.2018 / მერაბ სალუქვაძე /
    2 комментария
    14 классов
    – მონატრება წვიმაში – – წვიმს რა საოცარი რამაა წვიმა.. ჩემს ფანჯრის სარკმელს ჩუმად ეცემიან და ეფერებიან პატარა წვეთები.. ყური დაუგდე ჯადოსნურ ხმაურს, უსუსური წვიმის წვეთი ჩემს საყვარელ მელოდიას მღეროდა, მადლობა მას ასე ძლიერ რომ გამახარა და ჩემი ბავშვობის მონატრება გამახსენა.. 24.05.2018 / მერაბ სალუქვაძე /
    0 комментариев
    6 классов
    – გახეთქილ გულთან ახლოს – ეს გული გასკდა როგორც ასი წლის ქვევრი შენ ხომ შიგ იჯექ, იგრძენი რამე?! იქნებ გეტკინა, გეწყინა, ან იქნებ შენთან მოსვლა დავაგვიანე.. ვგრძნობ გული გწყდება, რადგან ჩემი სათქმელი ბოლომდე ვერ გაგიმხილე.. ქარს, ცაში აუტაცნია (აუსხლეტია) ნაგლეჯ– ნაგლეჯ სიმების ნაფლეთები, გაცვეთილ გულის სარქველს ქარი ათამაშებს ზემოდ, ქვემოთ, მიმოუფანტავს დანაწევრებული დარში, ავდარში, წვიმაში.. რაც ოდესმე გვიფიქრია, გვისაუბრია, საკინძეზე აუკინძია მალულად ყველა ჩვენი ნაფიქრალი.. იქნებ გადაგავიწყდი? იქნებ გადამავიწყდი, ან იქნებ ჩემს გვერდით ხარ, შენთან ახლოს თუმცა მე ვერ გხედავ! ვერ გხედავ როგორც მწოლიარეს, მგლოვიარეს, სინათლეს.. კარგად ვგრძნობ ახლა რომ ამოსვრილხარ სისხლში, წითელი ბუშტულ
    0 комментариев
    3 класса
    – ბნელ ღამეს – შენ სდუმხარ მე აღარ გეხები, შენს გვერდით ახლოს ვარ ვერ ხვდები.. შენს სუნთქვას მალულად ვიორთქლებ, ბნელ ღამეს, შენს გვერდით ვიოცებ.. არ მინდა ფიქრები უშენოდ! მზემ – მთვარეს შეხედა უცრემლოდ, დაგეძებ არა ხარ ვერ გხედავ! უცხო ქალს რომელიც მომენდო.. უშენოდ შემცივდა ვერ ვთბები, გპატიობ ამ ღამეს გნებდები, შენ სდუმხარ მე ვსდუმვარ გეხები, გვერდით ვარ თუმცა შენ ვერ ხვდები.. 14.05.2018 / მერაბ სალუქვაძე /
    0 комментариев
    7 классов
    შენ მონსტრებას და სიყვარულს საზღვარი არ აქვს...ყველა ფიქრი და ყველა გრძნობა გამეფდა ჩემში...და მე ამ გრძნობამ ამირია ფიქრები შენზე....აზრებიც გაქრა აღარ მომდის რამე დავწერო...აქ გავჩერდები აღარ დავწერ დაგელოდები..... სიყვარული და მონატრება ერთად გამეფდა.....როცა შენ მოხვალ გავაგრძელებ მე შენზე წერას....მაშინ სხვა გრძნობა გამიჩნდება როცა შენ გხედავ....როცა შენ გნახავ გულში ჩამიკრავ სათუთად ნაზად....და ჩუმად გეტყვი რომ მიყვარხარ ამას არ ვმალავ....ასე შორსა ხარ და ასე ახლოს შენ გულში მყავხარ......მე ყოველ ღამე შენზე ვფიქრობ ჩვენ სიყვარულზე.....რომელიც ჩემში არ განელდება არასდროს ალბათ....ეს სიყვარული არის მტკიცე არის გულწრფელი.....და ბუნებიდან ბოძებული არის გულწრფელი...მინდა მალე გნახო და ჩაგხე
    0 комментариев
    9 классов
    – ნაზამთრალ ალუბლებს – ფერები გასცლია ნაზამთრალ ალუბლებს, მის ტკივილს ატოკებს ბგერები უვადოდ, ლაჟვარდი მზისადა სიცოცხლის სამხილი, ჩაქრება ერთ დღესდა, გაქრება უკვალოდ.. ცა ცრემლებს საცერში მიწასაც აპკურებს, ჩრდილები დაჩრდილა ურითმო ფიქრებმა, ალუბლის ყვავილთან ცხოვრება უზადო, გათელა ერთმა დრომ, წაიღო ოცნებამ.. / მერაბ სალუქვაძე / 28.04.2018
    0 комментариев
    4 класса
    – მე თუ მოვედი – – მე თუ მოვედი, შენთან ახლოს ისევ მოგენდე, დათუ მოვტყუვდი, ისე ნუ ჩამთვლი თითქოს არაფრად, როცა შევიგრძნობ შენს ხელის თითებს ჰყვება ეკლები, მე გავბრუნდები, მარტოდ დაგტოვებ ღმერთის ანაბრად.. დღეს კი ასეა, ქარს გავატანე ჩემი ღიმილი, რა ვქნა, რა გიყო? შენმა სიცივემ ბევრი მასწავლა, მივემგზავრები ცხრა მთას იქით როგორც დაღლილი, გაყინულიდან, ვეღარ ვგრძნობ სითბოს, სავსე მათარას.. თუკი ერთხელაც, გვერდით დაგიდექ როგორც მშველელი, ტალახს ნუ მესვრი, ეს ცოდვები მუდამ გაგყვება, როცა მიხვდები გზას, უიმედობით ცრემლად დაღვრილი, ნუღარ ინანებ, რაც შენში იყო, რაც თავს გადაგხდა.. 12.04.2018 / მერაბ სალუქვაძე /
    0 комментариев
    7 классов
    #музыка
    TxamVenaxi Shechama
    0 комментариев
    0 классов
    1 комментарий
    45 классов
    0 комментариев
    20 классов
  • Класс
  • Класс
  • Класс
  • Класс
Показать ещё