Предыдущая публикация
თვალებში სევდა ისე ციალებს,
ვით ვნებამ მორწყა ვარდის სიამე,
მიმოაკვნესა ქორბუდამ ღელვა
ისიგრძეგანა კესანემ ელვა.
და რაიც ესე ედელვაისობს -
აფურჩქნულია მწველ სამაისოდ,
განწყობას ისე ვედიდგულები,
მრწამსს მოვაფრქვიე თქორი ულევი.
ეს იმ ოცნების ხვაშიადია,
როს მზის სხივები ერწყმის განთიადს,
სიზმარში რომც არ შემომეფეთო,
ამ წამის პეწი მაინც სეფეთობს.
მაგრამ მე მაინც ცხადის მწადია,
როს განტევების სილას მაწნიან,
მიმოიფრინა სიამის ქროლვამ,
ღვთიურ შენდობის ვიკმიე თოვა.
ეკატერინე ციცქიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев