0 комментариев
    0 классов
    ვარდის სიამე თვალებში სევდა ისე ციალებს, ვით ვნებამ მორწყა ვარდის სიამე, მიმოაკვნესა ქორბუდამ ღელვა ისიგრძეგანა კესანემ ელვა. და რაიც ესე ედელვაისობს - აფურჩქნულია მწველ სამაისოდ, განწყობას ისე ვედიდგულები, მრწამსს მოვაფრქვიე თქორი ულევი. ეს იმ ოცნების ხვაშიადია, როს მზის სხივები ერწყმის განთიადს, სიზმარში რომც არ შემომეფეთო, ამ წამის პეწი მაინც სეფეთობს. მაგრამ მე მაინც ცხადის მწადია, როს განტევების სილას მაწნიან, მიმოიფრინა სიამის ქროლვამ, ღვთიურ შენდობის ვიკმიე თოვა. ეკატერინე ციცქიშვილი
    0 комментариев
    0 классов
    დაე აეწვათ ნასეტყვი ბიბილო ნამთვრალებ ღამურებს... მოკვდავი ამაოდ ქილიკობს, ჩაწყდა გზა საურმე. გაისმის ჭირვეულ სულდგმულთა უსასო გნიასი, გათოშილ მასების უკუსვლამ აძვირა ხმიადი. ბუნებავ, ასე რად დაოსდი - ვარდებს ნუ გათელავ, დაე, ეს ბარბაცა ქაოსი აენთოს სანთლებად! ეკატერინე ციცქიშვილი
    0 комментариев
    0 классов
    განმუხტვა ველოლიავე ოცნების სანთელს და ველოდები წუთებს სანუკვარს... ვერ ავეტმასნე განწყობას თანხვედრს, ვერ ვითავისე ნავსის განმუხტვა. ვერ გავექეცი გულისთქმის წიოკს, ვერ ვაშრიალე ტატნობის ფარდა, ვერ ეგუება შროშანი ხრიოკს, ვერ ჩამოვბანე ლაქები ჯარგვალს. ამ უხიაგი ლანდშაფტის ფონზე ცისარტყელამ რომ გაიბრდღვიალა, თითქოს ქარავანს მიუძღვის მოსე და მიქაელი კემსავს იარას. ეკატერინე ციცქიშვილი
    0 комментариев
    0 классов
    სულის ღიოფი ოი, როგორ მიმუქდა ნატიფ სულის ღიოფი, უნდ აისე მემუხლა, ვით ხოხავდა იობი. ვერა, ეს ვერ შევძელი, ვერ ვილოცე მიწურში, ვერ განვავრცე შემთხვევით აღტკინება მიმწუხრის. გამოვკვეთ ენაბიჯი საამქვეყნო, სარისკო, უზენაეს ნაფიც ცის მოწყალება დამინდობს! ეკატერინე ციცქიშვილი
    0 комментариев
    0 классов
    0 комментариев
    0 классов
    0 комментариев
    0 классов
    ეკატერინე ციცქიშვილის პოეზია
    12 комментариев
    0 классов
  • Класс
Tbilisi, Georgia

Геолокация

  • Класс
Фото
  • Класс
Фото
Фото
  • Класс
54929883726010

Изменена обложка группы

  • Класс
Показать ещё