Предыдущая публикация
აეწვათ ნასეტყვი ბიბილო
ნამთვრალებ ღამურებს...
მოკვდავი ამაოდ ქილიკობს,
ჩაწყდა გზა საურმე.
გაისმის ჭირვეულ სულდგმულთა
უსასო გნიასი,
გათოშილ მასების უკუსვლამ
აძვირა ხმიადი.
ბუნებავ, ასე რად დაოსდი -
ვარდებს ნუ გათელავ,
დაე, ეს ბარბაცა ქაოსი
აენთოს სანთლებად!
ეკატერინე ციცქიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев