თავს არ მანებებს მიხდება ბრძოლა
ყოველი დღე უშენობით იწყება
ყოველ საღამოს უშენოდ ბინდდება
მომწყინდა უშენოდ სიარული
ამ გრძნობას თანააქვს უსაზღვრო სიბრალული
სიბრალული ჩვენზე სიბრალული შენზე
ალბათ ფიქრობდი შენ უფრო მეტზე
მაგრამ არ ვაპირებ თავის დანებებას
ჩემი გრძნობების უბრალოდ განელებას
მოდი გავიხსენოთ რომელიმე მეფე
ის ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე
არმინდა დავივიწყო ის დრო
როცა ვხვდები რომ წარსული მიხმობს
გადის დრო ნელდება გრძნობა
ჩემიდან ამოსული შენდამი ნდობა
შენზე ფიქრები თავ გზას მირევს
სხვასთან ყოფნით უკვე გულს მირევ
ვხვდები რომ არ ხარ ღირსი
ჩემი სიყვარულის ან თუნდაც სხვისი
რა ვქნა არ ყოფილა სიყვარული ნამდვილი
ან უბრალოდ გზა ავირჩიე მარტივი
სიყვარულს თურმე არააქვს ზომა
ან უბრალოდ მეფემ დატოვა ბრძოლა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев