Предыдущая публикация
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ, რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს, მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე. დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის, თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია, ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს, შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია. და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა, დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს... დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ
წყარო: http://laliko.com/bookhouse/leqsebi-siyvarulze/2736--.html © laliko.com
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев