შიამი ეუბნება კუშის რომ საბუთები მას არ აუღია, მაგრამ კუში პასუხობს რომ ზუსტად იცის მან მოიპარა საბუთები. შიამი დამცინავ სახეს იღებს და მიდის.
რაიზადებთან სტუმრად მანორამას ძმა მოდის. მას ყველას წარუდგენენ(საყვარელი კაცია). კუში ფიქრობს რომ აუცილებლად უნდა წაართვას შიამს საბუთები, არნავის დაბრუნებამდე.
ოთახში შესული კუში იხსენებს ყველა მომენტს, რომელიც არნავთან ქონდა. ის წვება და სევდიანი სახით უყურებს ცარიელ საწოლს. კუშის ღამით ჩაესმის არნავის ხმა და სასოწარკვეთილი ეძახის მას, მაგრამ ეღვიძება და ხვდება რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო. კუში შეშინებული ჩადის დაბლა, ყველა ეკითხება რა მოხდა. კუში ამბობს რომ არნავი არ პასუხობს მობილურს. შიამი მას ეუბნება რომ შესაძლოა თვითმფრინავში კავშირის პრობლემაა. ამ დროს კუშის მოსდის შეტყობინება არნავისგან, რომ მოგვიანებით დაურეკავს.
კუში პასუხს უგზავნის არნავს, ამ დროს ჩანს როგორ იღებს არნავის მობილურს ვიღაც უცხო კაცი და შლის ესემესს. კუში ყველას ბოდიშს უხდის შეწუხებისთვის, ბებია მასთან რჩება და უამბობს ისტორიას არნავზე. კუშის ისევ არნავი ესიზმრება და შეშინებული იღვიძებს.
დილით კუში ანჯალის ოთახში შედის, ლაქშმი შემთხვევით ჩემოდანს აგდებს, საიდანაც საბუთები ცვივდება. კუში ცდილობს მათ აღებას მაგრამ შიამი ხელს უშლის
ბებია და ანჯალი ნერვიულობენ კუშის გამო. კუში შედის შიამის ოთახში და ცდილობს ჩემოდნის გახსნას, მაგრამ შიგნით არაფერი არ დახვდება. რაიზადების ოჯახი ტაძარში მიდის. კუშის ახსენდება ყველა მომენტი რაც იქ არნავთან ერთად ფაუტარებია.
შიამს საბუთები თან აქვს. კუში მას ზურგიდან ხედავს და მისკენ მიდის. ამ დროს შიამს ვიღაც ადებს მხარზე ხელს.
ეს ანჯალია, გოგო სთხოვს კუშის და შიამს სამლოცველოსთან გაყოლას. კუში ქალღმერთს სთხოვს დაიცვას და მალე დააბრუნოს არნავი, რადგან გრძნობს რომ ის საფრთხეშია. კუში ფიქრობს როგორ დაიბრუნოს საბუთები, მას უკვირს რატომ არ ურეკავს არნავი არავის.
ამ დროს ლონდონში არნავს ელოდებიან შეხვედრაზე, ისინი რეკავენ სასტუმროში მაგრამ არნავი იქ საერთოდ არ მისულა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев