მაჰირა: ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენ არასდროს არაფერი გვდომებია ბედნიერების გარდა. სხვა არაფერი გვითხოვია. მე მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემი შვილი და ქმარი კარგა დიყვნენ. ნუთუ ბევრს ვითხოვ? თქვენ გაანადგურეთ ყველაფერი. თქვენ გინდოდათ,რომ ყველაზე ძლიერი გამხდარიყავით და ამისთვის მე გამომიყენეთ. სათამაშო ფიგურად მაქციეთ. ეს ყველაფერი თქვენ წამოიწყეთ და ყველაფერი თქვენი ბრალია. თქვენ დამპირდით,რომ სახლში უვნებლები დავბრუნდებოდით.
სანამი: მაპატიე. ვერ შევძელი ჩემი დაპირების შესრულება. მაგრამ მე ვეცადე. ბევრმა დემონმა გაწირა თავი. ხშირად ამის გაკეთება კეთილ ადამიანებსაც უწევთ. არმანმა თავი გაწირა,რათა სიკეთე გადაერჩინა. ეს ღვთის ნება იყო.
მაჰირა :მე ამის არ მჯერა. თუ ვინმეს მსხვერპლშეწირვა იყო საჭირო, მაინცდამაინც არმანი რატომ?
სანამი: შენ ხომ ეს გინდოდა?
მაჰირა: არა,მე ეს არასდროს მდომებია. მსგავსი არაფერი მითქვამს.
სანამი: შენ ხომ თქვი,რომ შენი შვილის გადასარჩენად ყვეალფერზე მზად იყავი.თქვი,რომ ღმერთს შეუძლია წაგართვას ყველაფერი რაც გაგაჩნია.
მაჰირა: მე ვთქვი,რომ ყველაფრის გაწირვა შემეძლო,მაგრამ არა საკუთარი ქმრის.
სანამი: კარგი, თუ არმანის გადარჩენა გინდა, ვინმეს სიცოცხლე გაწირე. ვის სიცოცხლეს გაწირავ?
მაჰირა : ჩემს სიცოცხელს. თუ ჩემი ქმარი ჩემთან არ იქნება,ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს.#მაჰირა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев