Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Напишите, что Вы ищете, и мы постараемся это найти!
Левая колонка
О мероприятии
ტაო -კლარჯეთი
პერიოდი: სრული სამი დღე
27-28-29 აპრილი
I დღე
•07:00 საათზე გამგზავრება თბილისიდან ვალეს მიმართულებით.
•ლანჩი ახალდაბაში.
•თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.საბაჟო ფორმალობების გავლა.
•ბანა - საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე.
•იშხანი-თავდაპირველი ეკლესია VII ს ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა. IX ს საბა იშხნელმა განაახლა. საბოლოო სახე ტაძარმა 1032 ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო.
•დაბინავება და ვახშამი იუსუფელში, სასტუმრო ”აგარა”-ში.
II დღე
•07:00 საათზე საუზმე.
•ოთხთა-(X ს).
•ოშკი- X ს-ის 50-60-იანი წლების უმნიშვნელოვანესი ქართული სამონასტროცენტრი ისტორიულ ტაოში.კომპლექსის მშენებლები ყოფილან ტაოს ბაგრატიონები, ადარნასე III კურაპალატის შვილები — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით მაგისტროსი.
•ხახული- შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში.დააარსა დავით III კურაპალატმა (X ს-ის II ნახ).
•თორთუმის ჩანჩქერი
•ჯოჯოხეთის კარიბჭე.
•ღამისთევა და ვახშამი ართვინში,სასტუმრო ”აგარა”-ში.
III დღე
•07:00 საათზე საუზმე.
•დოლისყანა- 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
•ხანძთა- მონასტერი დაახლოებით 782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ხანძთამ კლარჯეთის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.
•ტბეთი- შუა საუკუნეების ქართუ იმართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში.
•გამომგზავრება თბილისი მიმართჲლებით.
•ვახშამი ახალდაბაში .
•დაბრუნება თბილისში.
ტურის ღირებულება 150 $
თანხის და საზღვარგარეთის პასპორტის ასლის მიღება 25 აპრილამდე
ტურის ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით.
გიდის მომსახურეობა.
ღამისთევა სასტუმროებში.
ტაძრებში შესასვლელი მოსაკრებლები.
2 ჯერადი კვება. საუზმე ვახშამი.
სამოგზაურო დაზღვევა (თურქეთის თერიტორიაზე).
ტურში თან იქონიეთ საზღვარგარეთის პასპორტი.