Предыдущая публикация
მტკვარზე ტივები ცურავდა,
ბორანი, ნაპირს მოადგა,
ხელში ფიალა-- ყანწებით,
ყველას, ფაფახი ხურავდა....
იყო სიმღერა ,ხალისი,
ყარაჩოღელთა მიბაძვა,
ტადიციული სმა ,ჭამა,
პურობა ლხენა უხვადა....
ქართლის დედა ხომ, თავს დასცქერს,
ფიალით ხელში, სალოცავს,
ბევრ თბილისობას უსურვებს,
თბილისელებს და დალოცავს!....
დოვლათი , ხვავი, ბარაქა,
არ მოკლებოდეს ქართველებს,
მშვიდობა და სიხარული,
აღორძინება მთა ---ველებს!
დედა თბილისი მასპინლობს,
უხდება სოფლის ნობათი,
არ მოჰკლებოდეს არასდოს ,
ჩვენს საქართველოს დოვლათი!....
სიმღერა ისმის, თბილისო.
მზის და ვარდების მხარეო,
იხარე იბედნიერე.....
სამშობლოვ გაიხარეო!
ეთ ლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев