ირგვლივ დნება ნელა თოვლი,
ადის ნისლად დნობის კვალი,
ბრწყინვარეა თოვლზე თვალი.
წაუღია პეპლებს მდელო,
გაფერადდა მწვანე მოლი,
გულში ათასფერი ადევს,
ალაგალაგ კიდე თოვლი.
დნება თოვლი, მწვანე ხარობს,
ტყიდან შაშვი გამოგალობს,
გაახსენებს მინდორს ზაფხულს,
ათასფერი ამკობს შვაგულს.
მოვა ისევ მინდვრად დარი,
ხანაც ნაზად დაკრავს ქარი,
გადააწვენს ათასფერებს,
გააჟღერებს დამტკბარ ბგერებს.
ქარი ისევ გადაივლის,
მოვა გულში სიცხის კვალი,
მოწყენილა ყვავილები,
ვეღარ წვდება ჩრდილი მტკბარი.
თავჩახრილი ყვავილები,
მოწყენილი არის მდელო,
არ გამოჩნდა ერთად დარი,
არც ნანატრი სხივი ერგო.
შებინდებას უცდის მდელო,
პეპლებს ხათრი ვერ უტეხა,
სიყვარულით დამტკბარ პეპლებს,
სევდა, დარდი ვერ უბედა.
ისევ მთვარე აძლევს საშველს,
მკრთალად უმზერს, ფიფქად ათოვს,
პეპლებს დღისით სითბოს ჩუქნის,
ღამით მთვარეს დარდით ათბობს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев