მან მოიგო სამი აკადემიის ჯილდო, ორი ემის ჯილდო და ერთი ტონის ჯილდო, ნომინაციაში: "საუკეთესო მსახიობი". მას აქვს მინიჭებული ამერიკული კინოს მეოთხე ყველაზე დიდი ვარსკვლავის სტატუსი. ( the fourth greatest female star of American cinema ) . მაყურებელს ინგრიდმა თავი დაამახსოვრა ფილმ Casablanca-ში თამაშის დროს, სადაც იგი Ilsa Lund-ის როლში მოგვევლინა, ასევე მეორე მსოფლიო ომის დრამატულ ფილმ Notorious-ში თამაშის დროს Alicia Huberman-ს როლში და ა.შ. მანამ სანამ ინგრიდი ამერიკული ფილმების ვარსკვლავი გახდებოდა, იგი იყო შვედური ფილმების წამყვანი მსახიობი. ბერგმანის პირველი ნაბიჯი ამერიკულ ფილმებში იყო მაშინ, როდესაც ითამაშა ფილმ Intermezzo-ში 1939 წელს. ამერიკაში, მან ეკრანზე მოიტანა "სკანდინავიურ სიცოცხლისუნარიანობა და სიხასხასე" განსაკუთრებულ სილამაზესთან და ნიჭიერებასთან ერთად და შესაბამისად, იგი მალევე გახდა "ამერიკული ქალურობის იდეალი" და ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. 1950 წელს ითამაშა იტალიურ ფილმ Stromboli-ში. ამ ფილმში თამაშის შემდეგ ინგრიდს ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა Stromboli-ის რეჟისორ რობერტო როსელინთან. ისინი დაქორწინებულებიც გახლდათ.
ადრეული წლები: 1915-1938
ბერგმანი მოიხსენიებოდა, როგორც : "შვედეთის პრინცესა ინგრიდი". მსახიობი დაიბადა სტოკჰოლმში, შვედეთში 1915 წლის 29 აგვისტოს. ინგრიდის მამა შვედი გახლდათ, ხოლო დედა კი გერმანელი. 3 წლის ასაკში ბერგმანს გარდაეცვალა დედა. მამამისი მაშინ გარდაეცვალა, როდესაც სულ რაღაც 13 წლის იყო. ინგრიდმა ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობობა სურდა. ზოგჯერ ჩაიცვამდა დედის ტანსაცმელს და და მამამისის ცარიელ სტუდიაში თამაშობდა. ბერგმანის მამა ფოტოგრაფი იყო.
მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ინგრიდი საცხოვრებლად გადავიდა დეიდასთან, მაგრამ სამწუხაროდ დეიდაც 6 თვეში გარდაეცვალა. 17 წლის ასაკში ინგრიდმა გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო და სტოკჰოლმის დრამატულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა. გთავაზობთ პატარა მონაკვეთს, სადაც ინგრიდი იხსენებს მაშინდელ კონკურენციას:
ჩემი გული დაიმსხვრა. ისინი ფიქრობდნენ რომ არ ჰქონდა ჩემს მოსმენას ან ყურებას ფასი"
ამის შემდეგ მას გადასცეს სტიპენდია. რამოდენიმე თვეში მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში, სახელად: Ett Brott (A Crime). საზაფხულო შესვენების შემდეგ, ის დაქირავებული იქნა შვედური ფილმების სტუდიის მიერ, რამაც განაპირობა თეატრში მისი წინსვლა. თეატრის დატოვების შემდეგ მისი პირველი როლი იყო ფილმ Munkbrogreven-ში, 1935 წელს. 1938 წელს მან მონაწილეობა მიიღო შვედურ ფილმში სახელწოდებით A Woman's Face და გერმანულ ფილმ Die vier Gesellen-ში .
პირადი ცხოვრება:
1937 წელს, 21 წლის ასაკში ინგრიდი დაქორწინდა სტომატოლოგ Petter Lindström-ზე, რომლისგანაც შეეძინა ქალიშვილი Pia Lindström. 1940 წელს დაბრუნდა ამერიკაში და დაიწყო ბროდვეის თეატრში მსახიობობა. ერთი წლის შემდეგ ინგრიდის მეუღლე ჩამოვიდა პიასთან [შვილი] ერთად შვედეთიდან. ინგრიდის მეუღლე პიტერი დარჩა ნიუ-იორკში, სადაც სწავლობდა მედიცინასა და ქირურგიას.
როგორც მაღლა აღვნიშნე, ინგრიდი დაქორწინებული იყო რობერტო როსელინზე. Stromboli-ის გადაღებების დროს ინგრიდს შეუყვარდა რობერტო და დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა მათ შორის. 1950 წლის 2 თებერვალს რობერტოსგან ინგრიდს შეეძინა ვაჟი, სახელად ჟუზეპე. რა თქმა უნდა ამან გამოიწვია სკანდალი, რადგან ინგრიდი განქორწინებული არ იყო. ამიტომ ინგრიდი დაბრუნდა იტალიაში და განქორწინდა. ბერგმანი და რობერტო 1950 წლის 24 მაისს დაქორწინდნენ. 1952 წლის 18 ივნისს მათ შეეძინათ ტყუპი გოგოები : იზაბელა როსელინი და ინგრიდ როსელინი. იზაბელა მსახიობი და მოდელი გახდა, ხოლო ინგრიდი კი იტალიური ლიტერატურის პროფესიონალი.
A Woman Called Golda (1982) - უკანასკნელი ფილმი
1982 წელს მას შესთავაზეს, რომ ეთამაშა მხატვრული ფილმ A Woman Called Golda_ში, ფილმი გადაიღეს
ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირზე. ეს როლი ინგრიდისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა,
ამ როლისთვის მან მიიღო ემის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი". იზაბელმა დედის გარდაცვალების
შემდეგ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ინგრიდმა აჩვენა თავისი გამბედაობა. იზაბელი თქვა, რომ ბერგმანი
ყოველთვის იყო დაუცველი, მამაცი, მაგრამ დაუცველი.
გარდაცვალება:
ინგრიდი გარდაიცვალა 1982 წელს ლონდონში, 67 წლის ასაკში. მას ჰქონდა მკერდის კიბო. გარდაცვალების
შემდეგ მისი სხეული დაწვეს, ხოლო ფერფლი კი მიმოფანტეს ზღვის სანაპიროზე. ბერგმანის საფლავი Norra begravningsplatsen-ზე მდებარეობს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев