რითმებს,ყოველთვის ტკივილი გვაწვდის.
ყველა უთქმელი, ყველა ვერ თქმული,
ერთად დგება და აღარას გაცდის.
დიახ! გვებრძვის და თითქოს გვიმონებს,
მაგრამ სწრაფვაა ლექსების წერა.
უსასრულამდე , მისვლის იმედით
უგრძნობი გრძნობის, გრძნობით აღწერა,
ამ კონტრასტების მოსახლე სულში,
ურჩი ბუნება, რომ იბადება ,
დაუშრეტელი პროტესტის ძალით,
ხდება ტკივილის შეფერადება.
და ამიტომაც ყველა წუხილო,
ჯარად , რომ დგახართ საბრძოლო ჟინით,
ჩვენში თეთრ დროშას ვერ დაინახავთ,
ომს გაგიჩაღებთ- ,,რითმებთა ნიჭით".
თუნდაც ვერასდროს ვნახოთ სინათლე ,
და თუნდაც თავი ვერ დაგაღწიოთ,
სისხლად , ხომ მაინც რჩება ნაწერი
წასვლის შემდეგ, რომ ამაყად გძლიოთ.
თუმც, გამარჯვებით ვეღარ დავტკბებით,
სახელს დავტოვებთ ,მებრძოლი-გმირის,
რომ თქვენ ვერასდროს ვერ დაგვიმონეთ
და ლექსად ვქმნიდით ჩვენს ,ყველა ტკივილს.......
დიახ, კარგია სილაღე სულის,
მაგრამ სულ სხვაა შეგრძნება დარდის.
ბედნიერები ლექსებს არ წერენ,
რადგან რითმებს ჩვენ, ტკივილი გვაწვდის!!!
/ვ. ხაბეიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев