Предыдущая публикация
ღამე (წუხანდელი) თეთრად გავათიე.
ვეღარც ცრემლებში და ვეღარც ოცნებებში,
ფერად სიზმრებშიც კი ვეღარ დაგატიე.
ისე მომერია ეხლაც უშენობა,
გული ყველაფერმა ისე დამიღალა,
თვალებს ვერაფერი ვეღარ მოვუხერხე,
ღაწვი სინანულის ცრემლმა დამიღარა.
ისე ამატირა შენმა მონატრებამ,
სული მარტოობამ ისე შემიძრწუნა,
ცრემლში გავათენე წუხელ მთელი ღამე...
დილამ უშენობა მაინც დამიწუნა!
ისე გადამღალა უკვე ყველაფერმა,
ისე მომერია დარდი, ძველისძველი,
უკვე ოცნებებმაც მარტო მიმატოვეს,
უკვე ფიქრისგანაც აღარაფერს ველი!..
ნახე? მიმატოვეს მარტო იმედებმაც...
ღამით ვიტირე და თეთრად გავათიე!..
სული ამიწეწა ისევ უშენობამ,
უკვე ცრემლებშიც რომ ვეღარ დაგატიე!
6.11.2014
მაკა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев