Предыдущая публикация
ჩემო უცნაურო...
სადღაც გაგაქრო სიამაყემ,
კვალი სიყვარულმა დატოვა,
შემდეგ დავიწყება მეწვია,
თუმცა მანაც მალე დამტოვა.
შემომინახე ეგ თვალები.
მზერა არავის ანდო...
შენი დუმილიც, სევდიანი,
გახსოვს? მე მიყვარდა მარტო.
მომნატრებია ყველა სიგიჟე.
შენი სურნელი, ხმა..
ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა
მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა.
მაპატიე, რომ ვერ გავუძელი
და რომ მიგატოვე, მაპატიე..
შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს,
ქვეყნად თუკი რამე მაბადია..
ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,,
ახლა,როცა ქუჩებს ათოვს,
ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი,
შენით არსებობა მათბობს.
უკანასკნელად ჩაეძინებათ
ამ თითებს ქერა თმებში,
უკანასკნელად გავბედავ გითხრა:
"ყოველთვის დარჩები ჩემში"
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев