“ - მწვალებელთა იმქვეყნიური ხვედრის შესახებ
-------------------
აბბა კვირიაკოსი იორდანის მახლობლად, კალამონის ლავრაში მოღვაწეობდა. ერთხელ მასთან დურასიელი მონაზონი მოვიდა, სახელად თეოფანე, და სთხოვა, სიძვის აზრებთან ბრძოლა ესწავლებინა მისთვის. ბერი დიდხანს ესაუბრებოდა სიწმინდესა და უბიწოებაზე და ამ საუბრიდან ძმამ დიდი სარგებელი მიიღო.
– ჰოჲ, მამაო, – შესძახა მან, – ნესტორიანელი რომ არ ვიყო, სამუდამოდ შენთან დავრჩებოდი.
ნესტორის სახელის გაგონებაზე ბერი ღრმად დამწუხრდა და შეევედრა ძმას, მიეტოვებინა ეს დამღუპველი მწვალებლობა და წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაბრუნებოდა.
– შვილო, – ეუბნებოდა მას, – თუ სწორი სარწმუნოება არ გექნება და წმინდა ქალწულ მარიამს ჭეშმარიტ ღმრთისმშობლად არ აღიარებ, შეუძლებელი იქნება შენი ცხონება.
– ჰო, მაგრამ, მამაო, ყველა მწვალებელი ამას ამბობს: ვინც ჩვენს სარწმუნოებას არ აღიარებს, შეუძლებელია მისი ცხონებაო. ვეღარ გავიგე, მე უბადრუკმა, რომელს დავუჯერო. ევედრე ღმერთს, ცხადად დამანახოს ჭეშმარიტება.
ბერმა სიხარულით მოისმინა ეს სიტყვები.
– დარჩი აქ, ჩემს სენაკში, – თქვა მან. – იმედი მაქვს, რომ ღმერთი თავისი აურაცხელი მოწყალებით დაგანახებს ჭეშმარიტების გზას.
ძმა გამოქვაბულში დარჩა, ბერი კი მკვდარი ზღვის სანაპიროზე ჩავიდა და დიდხანს ლოცულობდა მისთვის. მეორე დღეს, დაახლოებით სამ საათზე, თეოფანეს ვიღაც უცნობი კაცი გამოეცხადა და უთხრა:
– წამოდი და იხილე ჭეშმარიტება!
და მიიყვანა იგი ბნელ ადგილზე. ირგვლივ საშინელი სუნი იდგა. ყველაფერს ცეცხლი მოსდებოდა. ამ ცეცხლში თეოფანემ დაინახა ნესტორი, მასთან ერთად კი – ევტიქი, აპოლინარიოსი, ევაგრე, დიდიმი, დიოსკორე, სევეროსი, არიოზი, ორიგენე და მრავალი სხვა.
– აი, – თქვა უცნობმა, – ეს მწვალებლების ადგილია. ყველა ის, ვინც არასწორად ასწავლის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელზე, და ისიც, ვინც მათს სწავლებას იზიარებს, ამ ადგილზე უნდა მოვიდეს. ახლა შენ იცი: თუ მოგეწონა ეს ადგილი, დარჩი ისევ ნესტორიანელებთან, ხოლო თუ არ გინდა, რომ შენც ამათ მსგავსად იტანჯებოდე, მაშინ სამოციქულო ეკლესიას შეუერთდი და ის ჭეშმარიტი სწავლება გაიზიარე, რომელსაც ბერი მისდევს. გარწმუნებ: ყველანაირი სათნოებითაც რომ იყოს შემკული ადამიანი, თუ ის მართალ სარწმუნოებას არ აღიარებს, საუკუნოდ ამ ადგილს დაიმკვიდებს.
როდესაც ბერი გამოქვაბულში დაბრუნდა, თეოფანემ ყველაფერი უამბო თავისი ჩვენების შესახებ. მალე იგი სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა და რამდენიმე წელიწადი ბერის ხელმძღვანელობით იცხოვრა კალამონის ლავრაში, შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა.
-------------------
თხრობანი ლიმონარიდან (თავი 26)
--
---
ეკუმენიზმის მწვალებლობის მიმდევართა მომავალი სამყოფელი
-------------------
მწვალებლების ეკლესიიდან განყენება მომავალ ცხოვრებაშიც გადადის და მარადიული ტანჯვით მთავრდება.
ამ მხრივ საგულისხმოა გამოცხადება, რომელიც ღვთის დიდ სათნომყოფელს, წმ. სვიმეონ სალოსს ჰქონდა. მას ზეგარდამო ეუწყა, რომ სახელგანთქმული მეცნიერისა და მოღვაწის ორიგინეს სული ჯოჯოხეთში იტანჯება მისი მწვალებლური შეხედულებებისათვის.
მსგავსი გამოცხადება ჰქონდა ბერ თეოფილეს, როგორც ეს იოანე მოსხის ”ლიმონარშია” მოთხრობილი. მწვალებელი ნესტორის მიმდევარ თეოფილეს წმინდა კვირიაკოზ მონაზონის ლოცვით ღმერთმა დაანახა, თუ სად არის ყოველთა მწვალებელთა მარადიული სამყოფელი:
ეჩვენა თეოფილეს ადგილი ბნელი, სიმყრალით სავსე, სადაც ცეცხლი მძვინვარებდა და უჩვენეს მას ”მუნ შინა შთაყრილნი ნესტორ და არიოზ და ევტიქოს და ევარგენე (ორიგენე) და საბელიანოს და ყოველნი მოყვასნი მათნი მწვალებელნი და ჰრქუა მას კაცმან დიდებულმან, რომელი გამოუჩნდა:
ესე არს ადგილი ყოველთა მწვალებელთა და ყოველთა, რომელნი მათ შეუდგნენ. აწ უკეთუ გთნავს ადგილი ესე, დაადგერ შენ ნესტორიანობასა ზედა, რაითა ამას შეხვიდე. და უკეთუ არა გნებავს შესვლაი ამას შინა, აჰა მოვედ მართლმადიდებელ ეკლესიად და აღიარე მართალი სარწმუნოება.
და აჰა, მე გაუწყებ შენ, უკეთუ ქმნნეს კაცმან ყოველნი სათნოებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოება, ამას ადგილსა მომავალ არს”.
--------------
(იოანე მოსხი, ”ლიმონარი”, 1960 წ. გვ.10)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев