– არა მხოლოდ
იმას,
ვინც განცხადებულად, გადაწყვეტილად უარყოფს
მას, არამედ იმასაც, ვინც ქრისტიანად იწოდება და
ცოდვიან ცხოვრებას ეწევა, ხორციელ სიამოვნებებს
დაეძებს. ძე ღმრთისა არ სწამს იმას, ვისთვისაც
ღმერთი მუცელია; ვისთვისაც ღმერთი ოქრო და
ვერცხლია; ვისთვისაც ამქვეყნიური დიდებაა
ღმერთი; ვინც ღმრთისადმი მტრულად განწყობილ
მიწიერ სიბრძნეს საღმრთო პატივს მიაგებს.
--
სახარების რწმენა ცოცხალი უნდა იყოს; უნდა
გვწამდეს გულითა და გონებით, რწმენა ბაგეებით
უნდა ვაღიაროთ, ცხოვრებით უნდა გამოვხატოთ და
დავამტკიცოთ. „მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი
საქმეთაგან შენთა“ (იაკ. 2,18), ეუბნება მოციქული
მას, ვინც მხოლოდ შიშველი რწმენით, ღმრთის
არსებობის შიშველი ცოდნით იქადის.
--
„სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს“ (რომ. 10,17):
უსმინე სახარებას და მის განმმარტებელ წმინდა
მამებს; ყურადღებით უსმინე და თანდათანობით
ცოცხალი რწმენა დაიმკვიდრებს შენში, რომელიც
სახარების მცნებათა აღსრულებას მოგთხოვს და ამ
აღსრულებისთვის უეჭველი ცხონების იმედით
დაგაჯილდოებს. იგი მიწაზე ქრისტეს მიმდევრად
გაქცევს, ხოლო ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრედ.
ამინ.
(წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე)
--
ცოდვაში დაყოვნებით ანუ ცოდვის მრავალჯერ
გამეორებით ამ ცოდვის მიმართ მიდრეკილება ანუ
ჩვეულება წარმოიშვება. ასე ჩნდება ვნებიანი
მიდრეკილება ლოთობისადმი, ქურდობისადმი,
ანგარებისადმი, სიძვისადმი, ცილისწამებისადმი,
განკითხვისა და სხვა უსჯულოებებისადმი. ეს
მიდრეკილება ანუ ჩვეულება ისეთი ძლიერია, რომ
თითქოს ადამიანის მეორე ბუნებად იქცევა... რადგან
ვნებიანი მიდრეკილება გულში ღრმად იდგამს
ფესვებს. რაც უფრო მეტად სცოდავს ადამიანი
რაიმე ცოდვით და ყოვნდება მასში, მით მეტად
ღრმავდება ვნება მის გულში. რაც უფრო იზრდება
ხე, მით უფრო იდგამს ფესვებს მიწაში, ასევე, რაც
უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით
უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში.
--
ცოდვისმოყვარე კაცისთვის ცოდვა, რომელსაც იგი
ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე
გული საძაგელი ბომონის მსგავსია, რომელშიც ამ
კერპებს მსხვერპლს სწირავენ, – რადგან ცოდვა
გულში ცხოვრობს. ხბოების, ცხვრებისა და სხვა
ცხოველების ნაცვლად საკუთარ ნებასა და
მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად,
რამდენჯერაც დათანხმდება ცოდვილი ცოდვაზე,
რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენჯერ უარყოფს
გულით ქრისტეს; და რამდენჯერაც ცოდვას საქმით
აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს ამ
კერპს.
(წმინდა ტიხონ ზადონელი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев