Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
არსენალი ათამაშდა, ეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას. არსენ ვენგერმა მოახერხა და გუნდი შეკრა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაყიდმა ფეხბურთელებმა უკვე გაიარეს ადაპტაცია და კლუბის სრულფასოვანი წევრები არიან.
ბოლო მატჩების ნაჩვენები გამართული ფეხბურთი მომავალს ნათელ ფერებში გვისახავს. მარსელის ოლიმპიკთან ნათამაშები უგოლო ყაიმის გამო ნუ გავკიცხავთ გუნდს, მგონი სჯობს ლიგაზე დაგვიცდეს ფეხი და ფრე ვითამაშოთ ვიდრე პრემიერლიგაში გავაკეთოთ იგივე.
არსენალი ამ ტურში მეტად უხერხულ მეტოქეს, ვესტ ბრომვიჩ ალბიონს დაუპირისპირდება. შარშანდელი მატჩები გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდა ერთმანეთს. ერთი გუნდი უტევდა და გოლებს მეორე გუნდი იტანდა. ორ მატჩში აღებული კინკილა ქულა არსენალის საბოლოო, უარყოფითი რეზულტატის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იყო.
ლონდონის არსენალს პრემიერლიგის დაარსებიდან მოყოლებული 399 მოგება დაუგროვდა. დიდი შანსია ეს მაჩვენებელი დამრგვალდეს.
"მეთოფეებისა" და "ბულბულების" 114 დაპირისპირებიდან 56 არსენალმა მოიგო, 27 ფრედ დამთავრდა ხოლო 31 შემთხვევაში ვესტ ბრომვიჩმა იმარჯვა.
ბოლო 10 დაპირისპირებიდან 6 არსენალმა ხოლო 2 ალბიონმა მოიგო. შარშანდელი სეზონი იყო გამონაკლისის, სადაც "ბულბულები" არ დამარცხებულან არსენალთან.
ჩვენი მთავარი "მეთოფე" თუ რობინ ვან პერსია 10 გოლით, მათი მთავარი "ბულბული" შეინ ლონგია 3 გოლით...
სანაკრებო შესვენებამდე ეს ბოლო მატჩია, იმედია გაამრჯვებით დაავსრულებთ და შესვენების შემდეგაც ასე შედეგიანად გავაგრძელებთ თამაშს.
5 ნოემბერი, შაბათი, 19:00 საათი, "ემირეითს სტეიდიუმი", არსენალი Vs ვესტ ბრომვიჩი.