ეს ნაშრომი წარმოადგენს ერთგვარ კრებულს, რომელშიც 1995-დან 2013 წლამდე ჩაწერილი საუკეთესო 16 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Made In Germany 1995-2013”
ალბომი „Made In Germany1995-2013” სამ ფორმატში გამოიცემა."Rammstein”-ის თაყვანისმცემლები მას CD დისკის, საკოლექციო ფორმატისა და სასაჩუქრე კრებულის სახით მიიღებენ. ამ უკანასკნელში განთავსდება ჯგუფის კომპოზიციების რემიქსების კრებული და სპეციალური DVD, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ჯგუფის მიერ დღემდე გადაღებული ყველა ვიდეოკლიპი.
ჯგუფი “Rammstein” 1994 წელს ქალაქ ბერლინში ჩამოაყალიბა გიტარისტმა რიხარდ კრუსპემ. საინტერესოა რომ ის 1989 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან გამოიქცა და ბერლინში დაფუძვნდა.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან რიხარდ კრუსპე, ტილ ლინდემანი, პაულ ლანდერსი, ოლივერ რიდელი, კრისტოფ სნაიდერი და კრისტიან ლორენცი.
ჯგუფის შემოქმედება დღემდე მრავალი მელომანის კრიტიკას იმსახურებს.
„Rammstein”-ს ძალადობისა და ფაშისტური იდეოლოგიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე წლის წინ ჩრდილო კავკასიის ქალაქ ბესლანში, ტერაქტის მომწყობი ჩეჩენი მებრძოლები ადგილობრივი სკოლის შენობაში ამ ჯგუფის კომპოზიციებს უსმენდნენ. ეს ფაქტი გერმანელი მუსიკოსების მოწინაღმდეგეებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს.
ამის მიუხედავად “Rammstein” დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2001 წელს ფრანგმა ასტრონომმა ჟან-კლოდ მერლენმა ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა და მას ჯგუფის სახელი უწოდა.
ტილ ლინდემანი
ბიოგრაფია
დაიბადა 4 იანვარი, 1963
დაბადების ადგილი ლაიფციგი, საქსონია,გდრ
ჟანრ(ებ)ი
შოკ როკი,ინდუსტრიული მეტალი, მძიმე მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი,პიროტექნიკოსი,მსახიობი, პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
ვოკალი, დრამები,გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშებიანი საკრავები
აქტიური 1985 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
Motor Music,Republic, Slash,Universal Music Group
ასოციაციები Rammstein, First Arsch, Feeling B,Apocalyptica
(ლინდემანი 2004 წელს)
ტილ ლინდემანი (გერმ. Till Lindemann, დ. 4 იანვარი, 1963, ლაიფციგი, გდრ) — გერმანელი მუსიკოსი, მსახიობი და პოეტი, უკეთ ცნობილი როგორც გერმანული მძიმე მეტალ ჯგუფ რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ტილ ლინდემანი დაიბადა ლაიფციგში, გდრ. მისი მამა, მხატვარი, მწერალი და პოეტი ვერნერ ლინდემანი, 40 წიგნზე მეტის ავტორია, ქალაქ როსტოკში მის პატივსაცემად ერთ-ერთი სკოლა მისი სახელობისაა.[1] დედა, ბრიჯიტ ჰილდეგარდ ლინდემანი, ჟურნალისტადმუშაობდა პენსიაში გასვლამდე. ტილს მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვერნერი თავის წიგნში „მაიკ ოფდფილდი სავარძელში“ („Mike Oldfield im Schaukelstuhl“), როგორც დღიურში, ისე აღწერს კონფლიქტს თავის 19 წლის შვილთან (თუმცა, წიგნში მას ტიმი ჰქვია).
ბავშვობის წლები ტილმა სოფელ ვენდიშ-რამბოვში გაატარა შვერინის მახლობლად. 1975 წელს, როდესაც იგი 12 წლის იყო, ხოლო მისი და — ექვსის, მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და დედა მეორედ გათხოვდა აშშ-ის მოქალაქეზე.[1]
11 წლის ასაკში ლინდემანი შევიდა როსტოკის სპორტულ კლუბში, ხოლო 1977—1980 წლებში სწავლობდა სკოლა-ინტერნატში. 1978 წელს ლინდემანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ საცურაო ჩემპიონატში ფლორენციაში და შერჩეულ იქნა 1980 წლისოლიმპიური თამაშებისთვის, მაგრამ აქ მისი სპორტული კარიერა დამთავრდა. მან დატოვა სასტუმრო, სადაც მისი გუნდი იყო განლაგებული, და მის ნაცნობ გოგონასთან ერთად რომის დასათვალიერებლად გაემართა. ადრე ტილს არ ჰქონდა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების შესაძლებლობა. მეორე დღეს ლინდემანი დაბრუნდა სასტუმროში, მაგრამ უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილა: იგი დაკითხეს შტაზის (გდრ-ის უსაფრთხოების სამსახური) აგენტებმა.
„მაშინ მე დიდი უსიამოვნებები შემხვდა! მე დამიბარეს შტაზიში დამატებით დაკითხვებზე. ის, რაც მე ჩავიდინე, მათთვის დანაშაული იყო. იმ მომენტში მე პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ არათავისუფალ, ჯაშუშური სიტემით აღჭურვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მას შემდეგ მე ეჭვიც აღარ გამჩენია ამის თაობაზე…“
ტილმა ცურვა მხოლოდ ამიტომ არ მიატოვა: მთავარი მიზეზი მუცლის კუნთების ტრავმა გახდა, რომელიც მან ვარჯიშისას მიიღო.[1]
მისივე სიტყვებით, მას სპორტი სკოლის პერიოდში დიდად არასდროს ხიბლავდა. შემდეგ იგი მუშაობდა თანაშემწედ სადურგლოში, გალერეის ტექნიკოსად, ტორფის მჭრელად და კალათების ფეიქრად. 1981 წელს მან, როგორც ჩანს, უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მეთვრამეტე თვის მოხდაზე, რის გამოც კინაღამ ციხეში ჩასვეს.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება]
ვერნერს უნდოდა, რომ მისი შვილიც პოეტი გამოსულიყო, და, რეალურად, ასეც მოხდა: ტილ ლინდემანი არამარტო რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორია; მას გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული „Messer“. იგი გამოვიდა 2002 წლის ნოემბერში და მოიცავს 54 ლექსს, რომელთაც თავი ერთად მოუყარა გერტ ჰოფმა, ავტორმა წიგნისა „რამშტაინი“ და ჯგუფის პიროდიზაინერმა.[2]
ტილ ლინდემანი ცოლს გაშორებულია. ჰყავს 2 ქალიშვილი: ნელე და მარი-ლოუისი. 2007 წელს უფროსმა ქალიშვლიმა ნელემ იმშობიარა, რის შედეგადაც ტილი ბაბუა გახდა. ტილის მამა გარდაიცვალა 1993 წელს, გავრცელებული ხმების მიხედვით, ალკოჰოლიზმისგან. თუ დავუჯერებთ იმავე წყაროს, ეს მოხდა ეკლესიაში. არსებობს ვარაუდები, რომ სიმღერა Heirate Mich რამშტაინის პირველი ალბომიდან ამ მოვლენას ეძღვნება.
2011 წლის 6 აპრილს გამოაშკარავდა, რომ ლინდემანს და მსახიობ სოფია თომალას რომანი აქვთ.[3][4]
ტილ ლინდემანი მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის New Rock თანამფლობელია.
მუსიკალური კარიერა_
ლინდემანმა მუსიკალური მოღვაწეობა დრამებზე დაკვრით დაიწყო ჯგუფში First Arsch. ამ ჯგუფში ყოფნისას მათ გამოუშვეს ერთი ალბომი Saddle Up. ლინდემანმა პანკ-ჯგუფთან Feeling B ერთად (რომელიც იყო პაულ ლანდერსისა და კრისტიან ლორენცის ყოფილი ჯგუფი) ჩაწერა ერთი სიმღერა. 1990-იან წლებში ლინდერმანმა დაიწყო ტექსტების წერაც. 1994 წელს ტრიომ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში ბერლინში, რამაც საშუალება მისცა მათ ჩაეწერათ ოთხი დემო პროფესიონალურად. ლინდემანი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა.
იმ დროისთვის ლინდემანი შვერინში შეხვდა რიხარდ კრუსპეს. სწორედ კრუსპემ შესთავაზა ტილს ვოკალისტის ადგილი ახალ ჯგუფში, რომელზედაც ის დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა. თავად ტილი ამ შემოთავაზებით გაკვირვებული დარჩა, რადგან არასდროს არ შეუმჩნევია საკუთარ თავში ვოკალისტის მონაცემები. რიხარდი კი დარწმუნებული იყო, რომ ლინდემანისგან შესანიშნავი ვოკალისტი დადგებოდა. ტილს შემოთავაზებაზე უარი არ უთქვამს და, ამრიგად, იგი გახდა ახლადშექმნილ ჯგუფ რამშტაინის ვოკალისტი.
2012 წლის იანვარში ლინდემანი ინტერვიუზე დაითანხმა მძიმე მეტალის ანთროპოლოგისტმა სემ დანმა, ტელეარხის VH1 Classic სერიებისთვის Metal Evolution, შოკ როკისგანყოფილებაში. ეს ცოტა მოულოდნელი იყო ლინდემანისაგან, რადგან იგი და მთლიანად რამშტაინი ინტერვიუებით არ ანებივრებს ჩრდილოეთ ამერიკას.[5]
სასცენო სახე_
ლინდემანი რამშტაინის შოუზე ორი ხელზედასამაგრებელი ცეცხლმფრქვეველით.
ლინდემანის ყოფნა სცენაზე ყოველთვის ეფექტურია. მას გააჩნია ბანის დიაპაზონის დაბალი რეგისტრის ხმა, რომელსაც მსმენელი ადვილად გამოარჩევს. იგი ხშირად იყენებს პიროტექნიკას მეტი ეფექტის მოსახდენად. 1996 წლის ბერლინის ინცინდენტის შემდეგ დაიქირავა პროფესიონალი პიროტექნიკოსები და მათგან გაიფართოვა ცოდნა ამ განხრით. როგორც მისი ჯგუფის წევრი კრისტოფ შნაიდერი ამბობს, „იგი ყოველთვის იწვება, მაგრამ მას მოსწონს ტკივილი.“
სცენაზე იგი სხვა მაზოხისტურ აქტებსაც ახორციელებს. ასე მაგალითად: სიმღერის Sehnsucht შესრულებისას იგი მიკროფონს კეტივით ირტყავს თავში მანამ, სანამ თავი არ გაუტყდება და მთლიანად სისხლით არ მოისვრება. სიმღერის Bestrafe Mich (Punish Me) შესრულებისას კი იგი თავის თავს ისჯის ცხრაბოლოიანი მათრახით (მისი თქმით, არც ისე საშიშია). ორივე ზემოთ აღწერილი ქმედების ხილვა შესაძლებელია DVD-ზე Live aus Berlin.
სტუმრად სხვა ჯგუფებში_
• ლინდემანი დრამებზე უკრავს ჯგუფის Feeling B სიმღერაში Lied von der unruhevollen Jugend, რომელიც რუსულ ენაზეა. წლების შემდეგ,2001 წლის 19 ნოემბერს, რამშტაინმა ეს ტრეკი ცოცხლად შეასრულა სანქტ-პეტერბურგში მათი ალბომის Mutter მხარდამჭერ ტურნეზე.
• ლინდემანის ხმის გაგონება შესაძლებელია სიმღერაში Helden (დევიდ ბოუის სიმღერის Heroes ქავერი), რომელიც შესულიააპოკალიპტიკის ალბომში Worlds Collide.[6]
• ლინდერმანი მღერის ასევე Die Puhdys-ის სიმღერაში Wut Will Nicht Sterben.
• ტილ ლინდემანმა და რიხარდ კრუსპემ შეასრულეს ჯგუფ Aria-ს სიმღერის Shtil ქავერი და გამოუშვეს სახელწოდებით Schtiel.
• 2011 წლის სექტემბრის ბოლოს ლინდემანი გადაიღეს ჯგუფის Knorkator კლიპში — Du Nich.
ფილმოგრაფია_]
• 1999: პოლა X (მუსიკოსის როლში)
• 2002: სამი იქსი (საკუთარი თავის როლში)
• 2003: პინგვინი ამუნდსენი (ვიკტორის როლში)
• 2004: ვინცენტი (ცხოველების უფლებების დამცველის როლში)
დისკოგრაფია
რამშტაინთან ერთად
მთავარი სტატია : რამშტაინის დისკოგრაფია.
• 1995 — Herzeleid
• 1997 — Sehnsucht
• 2001 — Mutter
• 2004 — Reise, Reise
• 2005 — Rosenrot
• 2009 — Liebe ist für alle da
• 2011 — Made in Germany 1995–2011
First Arsch-თან ერთად
• Saddle Up
საინტერესო ფაქტები_
• ტილ ლინდერმანი ამბიდექსტრია: მას შეუძლია მარცხენა ხელითაც ისევე კარგად წეროს, როგორც მარჯვენათი, რის გამოც რამშტაინამდე ცაციებისთვის აწყობილ ბას-გიტარაზე უკრავდა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
• (2002) რედ. Gert Hof: Till Lindemann: „Messer“. Frankfurt: Eichborn. ISBN 3-8218-0927-2.
• Werner Lindemann (1989). Mike Oldfield im Schaukelstuhl. Notizen eines Vaters Der Morgen. Berlin: Buchverlag Der Morgen. ISBN 3-371-00188-1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
• Till Lindemann — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
• Knorkator - Du nich (2011) საიტზე YouTube
• ლინდემანის პოეზია და ლიტერატურა მის შესახებ გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев