რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ ,შენ მარტო არ ხარ,
შენ მარტო არ ხარ..
იღლება მზეც და ამოდის მთვარე,დაღლილ მთვარეს კი
მზე ეფერება,
წვიმს... სიყვარულიც იღლება ოდეს,მას განშორებით
თუ ეშველება...
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს,ჩკნება ვარდი და
ამოდის ია,
არის სიცოცხლე მაინც ფერადი, და არასოდეს
არ არის გვიან.
განა მარტო შენ? _ მეც დავიღალე,და ირგვლივ ბევრი
დაღლილიც ვიცი,
მაგრამ გჯეროდეს, ესეც გაივლის ,თუ მოინდომებ,
ყველაფერს შეცვლი.
არ იღლებიან გარდაცვლილები, მათ მშვიდი ძილით
სძინავთ და დუმან,
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები და შენს თავს რამე
ახალი უთხარ,
უთხარ, რომ გიყვარს დილა მზიანი,არც წვიმიანი
არის ურიგო,
გახსოვდეს, მტერი ჩასაფრებული გაიღიმე და
დაე გიცქირონ..
შეისხი ფრთები სკივრში მალული,ყოვლის შემძლეა
ადამიანი,
დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის, არაფერია
ქვეყნად გვიანი...
არ დაგარიგებ ,მჯერა, შენც იცი, ცხოვრების წესი
რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ, შენ მარტო არ ხარ,
შენ მარტოდ არ ხარ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев