-----------------
არ შეცდე სარწმუნოებაში, რათა არ განარისხო შემოქმედი; ვისაც არ უპყრია მართალი სარწმუნოება, ის დაუძინებელი მატლების კერძი და ჯოჯოხეთის მპყრობელის მსხვერპლი ხდება, სული მისი უცხოა საუკუნო ცხოვრებისაგან, იგი აშკარად განდგომილია ღმრთისაგან. (წმიდა ანტონი დიდი)
მამანო და დედანო, მთავარნო და ქვეშევრდომნო, მოხუცნო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყოველნაირი ასაკის კაცნო! გადაიტანეთ ყოველი ნაკლულევანება, რომელიც ქონებასა და სხეულს შეეხება; მხოლოდ ერთს ნუ მოითმენთ, იმას, რომ ნაკლულევანება განიცადოს სწავლებამ ღმერთზე. (წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი (IV ს.)
რაჲმე უკუე არს, რომელსა იტყვის, ვითარმედ: "მეცნიერ იყვენით, ვითარცა გუელნი და ერთგულ, ვითარცა ტრედნი?" (მათე 10.16). ბევრგან ღათუ იწყლის გუელმან გუამი თვისი და თავი თვისი განირინის, ყოვლითურთ განიკურნოს იგი. ეგრეცა შენ, თუ ენების მტერთა მიღებად ფიჩვისა (სამოსისა) შენისა, მიეც მას; და თუ მონაგებსა შენსა მიგიღებდეს შენ, მიეც მას; და თუ ცხოვრებასა შენსა მიგიღებდეს, მი-ვე-ეც მას, გარნა სარწმუნოებაჲ შენი მტკიცედ დაიმარხე შენ თანა. და რაჟამს ეგე ყოველი ჰყო, მიერითგან მწრაფლ და ადვილ იყოს შენდა, რამეთუ შიშუველიცა გამოხუედ დედის მუცლით, შიშუველიცა წარსვლად ხარ. უცხოდ სოფლად თუ ვინმე მიგიყვანოს შენ, მუნცა "უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და ყოველი სავსებაჲ მისი" (ფს. 23.1); და მო-ღათუ-ვინმე გაკუდინოს შენ, გზაჲვე შენი იგი არს, გარნა სარწმუნოებასა შენსა ნუ წარსწყმედ, ფასსა მას, დაუკლებელსა სარწმუნოებასა ("სატფურებისათვის") (წმიდა იოანე ოქროპირი (IV ს.)
სარწმუნოებისა მართლისა სამკვიდრებელი დაუტევე ყოვლისა პირველად შვილთა შენთა, რაჲთა არა ოდენ შვილნი, არამედ შვილისშვილნიცა შესწირნენ უფლისა მართლმადიდებლობით.
რომელსა არა აქვნ სარწმუნოება მართალი და იქმნ იგი მოღვაწებასა, მსგავს არს კაცისა, რომელი აღმოასხამნ წყალსა და შთაასხამნ ჭურსა განხვრეტილსა. (წმიდა იოანე კიბის-აღმწერელი (VI საუკუნე)
უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაჲთა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, არამედ ესრეთ იტყვის: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10.33) და წმიდა მოციქული იტყვის: "გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებელად" (რომ. 10.10); რამეთუ "აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხოვნდე" (რომ. 10.9). აწ, უკუე, ვინაჲთგან თავადით უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაჲთა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოველებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაჲ ქადაგებისა მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხორებაჲ მათი, რომელნი დუმენ.
არცა ვის ხელეწიფების მეფესა გინა მღდელთ-მოძღუარსა ახლისა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესიაჲ შეაჩუენებს.
რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაჲ და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ. (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VII საუკუნე)
შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ: ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე – ქრისტეზე, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ (წმიდა იოანე დამასკელი (VIII საუკუნე - "პირველი სიტყვა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ").
უფლის მცნებაა – არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი, – ამბობს უფალი, – ნუ გაჩუმდები. "და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა" (ებრ. 10,38); და კვლავ: "დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე" (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება ვთქვათ: "ვინ ვარ მე? – მღვდელი არა ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე ერთი გლახაკი ვარ, ყოველდღიური საზრდელისთვის მშრომელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა". ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?! (წმ. თეოდორე სტუდიელი (VIII-IX საუკუნეები)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев