..მე შენ გეძებდი, შენ გიხმობდა სული...მე ვაფიცებდი აღმოსავლეთის ვარსკვლავთა კრებულს, გზა გაენათებინა უხილავი სატრფოსაკენ... ... მე ვაფიცებდი უკვდავ ღამეს, გრძნეულს საშინელებისას და სიყვარულის ქურუმს, რომ თავის ნისლიან წამოსასხამში გაეხვია ჩემი ლოცვა, და ჩემი ვედრება შენთან მოსატანად, მე შენ გეძებდი დღე და ღამე, შენს შორეულს, შენს უხილავს ეძიებდა გზნება სულისა. ყოველი ნაკვთი და გადასავალი ჩემი სულისა ინახავს შენს ღვთაებრივ სუნთქვას. მე ჩანგი მისთვის მომცა ცამ რომ შენზე მემღერა.. მე ბუნებამ მითვის მომცა მგზნებარე გული, რომ შენს წინ დამეწვა, ფერფლად მექცია. ჩვენ შვილები ვართ ბედისწერისა და გაზაფხულის დღესასწაულზე უკვდავებისკენ მიგვაფრენს ბედი. /ტ. ტაბიძე/
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე. ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა, ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით. რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები? მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები ! ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად... ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე, ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი... ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ
შენ ქალი ხარ.. შეიძლება, შენი ნებით არ გინდა, მაგრამ ასეა... შენ ისიც კი იცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ... შენ ქალი ხარ... სუსტი ქალი... ტკივილამდე სუსტი... შენ ქალი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედი ხარ... შენ, ვიღაცის ბედი ხარ... იბრძოლებ თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია...მთავარია, რომ... შენ ქალი ხარ... და ძნელია იჩქარო, როცა შენს უკან ვიღაცაა, როცა შენით ვიღაცა სხვა ცოცხლობს და შენით არსებობს... შენ ქალი ხარ... არადა, რა ძნელია იყო უხეში, როცა შენ, თავად ნაზი არსება ხარ, ჰაეროვანი, მაგრამ გახსენდება, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ხანდახან გიწევს იყო უხეში... შენ ქალი ხარ... არადა, ძნელია სუსტი იყო, თუკი შეგიძლია იყო ძლიერი... არადა იცი, რომ შენ ხარ ულამაზესი, უსაზღვრო ბრწყინვალება... სიძლიერე და სიმდიდრე ამ დროს უშედეგოა და არაფრის მომტანი, მაგრამ ისიც არ გავიწყდება, რომ კეთილი გული და ზოგადად სიკეთე ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე.
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათიც არ გეყოფათ სიყვარულისთვის…
ამიტომ თუ გიყვარს ისე უნდა გიყვარდეს,რომ ამქვეყნად საიდუმლოებით სავსე ბუნებას კიდევ ერთი პატარა საიდუმლო წაართვა… თუ ასე არ გიყვარს,მაშინ არც ღირს საერთოდ ამისთვის თავის შეწუხება,რადგან სიყვარულით უბრალო გატაცება მერე გულის აცრუებას და ბოლოს საშინელი სიცარიელის გრძნობას ტოვებს….
შენში თავიდანვე რაღაც მაფრთხობა,რაღაცის მეშინოდა ყოველთვის….თავიდანვე ვფრთხილობდი,თითქოს ვიცოდი,რომ შენი შეყვარება უბედურება იყო… თავადაც ვიცი,რომ ასე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება…მე არასოდეს მყოფნიდა ძალა ხანგრძლივი დაძაბულობის ასატანად… ღირს კი ამ ყველაფრის ატანა?.... არადა ვერც ბედნიერებას ვპოულობთ ამ ცხოვრებაში თუ არ გვიყვარს
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – “ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, “წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. ა
...Ещё
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – “ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, “წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მადლობას შესწირავ ბედნიერებისთვის. წიგნის ბოლოში ცხოვრების ანალიზს წაიკითხავ, დაითვლი ბედნიერი ცხოვრების ფურცლებს, შემდეგ კი მტკივნეულს, ბოლოს შეაჯამებ. დაინახავ, რომ ბედნიერი ჭარბობს და ამაყად წამოიძახებ – “შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
And the end thereof, neither the place thereof, nor their torment, no man knows; (Doctrine and Covenants, 76:45) Долгий день, палящее солнце и жёлтый песок. Я очень устал. Очень. Это был ...
Комментарии 5
..მე შენ გეძებდი, შენ გიხმობდა სული...მე ვაფიცებდი აღმოსავლეთის ვარსკვლავთა კრებულს, გზა გაენათებინა უხილავი სატრფოსაკენ...
... მე ვაფიცებდი უკვდავ ღამეს, გრძნეულს საშინელებისას და სიყვარულის ქურუმს, რომ თავის ნისლიან წამოსასხამში გაეხვია ჩემი ლოცვა, და ჩემი ვედრება შენთან მოსატანად, მე შენ გეძებდი დღე და ღამე, შენს შორეულს, შენს უხილავს ეძიებდა გზნება სულისა.
ყოველი ნაკვთი და გადასავალი ჩემი სულისა ინახავს შენს ღვთაებრივ სუნთქვას.
მე ჩანგი მისთვის მომცა ცამ რომ შენზე მემღერა..
მე ბუნებამ მითვის მომცა მგზნებარე გული, რომ შენს წინ დამეწვა, ფერფლად მექცია.
ჩვენ შვილები ვართ ბედისწერისა და გაზაფხულის დღესასწაულზე უკვდავებისკენ მიგვაფრენს ბედი. /ტ. ტაბიძე/
რა უცნაური ღამეა თბილი და იდუმალი თითქოს ზღაპრიდან გამოპარული ვფიქრობ შენზე და ღმერთზე.
ვინ ხარ? აქამდე სად იყავი? ასე რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო? იქნებ ეს ის გრძნობაა,
ბავშვობაში რომ უნდა სტუმრებოდა სულს, ან ცოტა მოგვიანებით.
რაღა ეხლა მომადგა და გაცოფებული შემომათოვა დამქანცველი ფიქრები?
მე არაფერი არ ვიცი დარწმუნებით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერ დაგივიწყებ ! მიყვარხარ ! მიყვარხარ და მენატრები !
ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გადახსნა, სიყვარულის სისხლი ამოხეთქავს უნატიფეს შადრევნად...
ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული? მე არც მახსოვს რას ვაკეთებდი შენამდე,
ან საერთოდ როგორ ვცხოვრობდი...შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი...
ღმერთო ჩემო, იქნებ ყველაზე მშვენიერი ისაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგო როგორ
შენ ქალი ხარ..
შეიძლება, შენი ნებით არ გინდა, მაგრამ ასეა... შენ ისიც კი იცი, რომ ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ...
შენ ქალი ხარ... სუსტი ქალი... ტკივილამდე სუსტი...
შენ ქალი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედი ხარ... შენ, ვიღაცის ბედი ხარ...
იბრძოლებ თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია...მთავარია, რომ...
შენ ქალი ხარ...
და ძნელია იჩქარო, როცა შენს უკან ვიღაცაა, როცა შენით ვიღაცა სხვა ცოცხლობს და შენით არსებობს...
შენ ქალი ხარ...
არადა, რა ძნელია იყო უხეში, როცა შენ, თავად ნაზი არსება ხარ, ჰაეროვანი, მაგრამ გახსენდება, რომ ცხოვრება ბრძოლაა და ხანდახან გიწევს იყო უხეში...
შენ ქალი ხარ...
არადა, ძნელია სუსტი იყო, თუკი შეგიძლია იყო ძლიერი...
არადა იცი, რომ შენ ხარ ულამაზესი, უსაზღვრო ბრწყინვალება... სიძლიერე და სიმდიდრე ამ დროს უშედეგოა და არაფრის მომტანი, მაგრამ ისიც არ გავიწყდება, რომ კეთილი გული და ზოგადად სიკეთე ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე.
შენ ქალი ხარ...
დღე-ღამეში ოცდაოთხი საათიც არ გეყოფათ სიყვარულისთვის…
ამიტომ თუ გიყვარს ისე უნდა გიყვარდეს,რომ ამქვეყნად საიდუმლოებით სავსე ბუნებას კიდევ ერთი პატარა საიდუმლო წაართვა…
თუ ასე არ გიყვარს,მაშინ არც ღირს საერთოდ ამისთვის თავის შეწუხება,რადგან სიყვარულით უბრალო გატაცება მერე გულის აცრუებას და ბოლოს საშინელი სიცარიელის გრძნობას ტოვებს….
შენში თავიდანვე რაღაც მაფრთხობა,რაღაცის მეშინოდა ყოველთვის….თავიდანვე ვფრთხილობდი,თითქოს ვიცოდი,რომ შენი შეყვარება უბედურება იყო…
თავადაც ვიცი,რომ ასე ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება…მე არასოდეს მყოფნიდა ძალა ხანგრძლივი დაძაბულობის ასატანად…
ღირს კი ამ ყველაფრის ატანა?....
არადა ვერც ბედნიერებას ვპოულობთ ამ ცხოვრებაში თუ არ გვიყვარს
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – “ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, “წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. ა
...Ещёცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – “ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, “წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მადლობას შესწირავ ბედნიერებისთვის. წიგნის ბოლოში ცხოვრების ანალიზს წაიკითხავ, დაითვლი ბედნიერი ცხოვრების ფურცლებს, შემდეგ კი მტკივნეულს, ბოლოს შეაჯამებ. დაინახავ, რომ ბედნიერი ჭარბობს და ამაყად წამოიძახებ – “შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”