Предыдущая публикация
მშვიდობით... მშვიდობით...
მშვიდობით!
ახლა კი: -
სამუდამოდ,
სამუდამოდ
ვშორდებით...
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით...
ეს ღილღოს ზეცა და ეს ღილღოს მიდამო
მოწმეა: -
ჩვენ ერთად არც დღემდე ვიდოდით...
და მაინც: -
აქამდე ხომ შენთან ზიარი
ზეცა თავს მეხურა.
მთები გარს მეზღუდა,
თუმც ჩემთვის არ ენთო ეგ მზერა მზიანი, -
შორიდან შენი ხმა ხომ მაინც მესმოდა...
წაირღვნა იღბალი, ვით ზღვაზე სამუმი, -
მოლიზღეთ ზიზღით და დღის უამინდობით...
ახლა კი: -
სამუდამოდ,
სამუდამოდ,
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით!
მშვიდობით...
/გაბრიელ ჯაბუშანური/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев