ჩემი რატომ გშურს ყოფა,
მე უცხოეთში ვითვლი ნაბიჯებს,
ერთი მექნება თხოვნა:
"ნუ შემომკადრებ,მეტად ნუ მეტყვი,
გულს ნუ მისერავ მწარედ,
ქართველს არასდროს დავიწყებია
თავის მშობელი მხარე,
შენ დილას ხვდები მამლის ყივილზე,
უსმენ ჩიტი რომ გალობს,
მე კი მოხუცის კვნესა მაღვიძებს
წამოდგომას რომ ლამობს.
შენ მზის სხივები გეამბორება,
სუფთა ჟანგბადით ცოცხლობ,
მე კი ყინვისგან გათოშილი ვარ,
უგაზაფხულოდ ვცხოვრობ.
შენ მონატრება არ შეგიგრძვნია,
არც აჩქარება პულსის,
სამსახურიდან სახლში მოსული
შვილებს იხუტებ გულში.
მე კი ხან და ხან დღეც ამრევია,
შვილებს ვიფიცავ ჯვარზე,
შვება ხატებთან ლოცვით მიგრძვნია,
ფიქრი როცა მშლის ჭკვაზე.
შენ ხომ ძილის წინ არც გიტირია,
არ გითევია ღამე,
აბა მე მკითხე შვილებს ნატრულმა
რამდენი ცრემლი ვღვარე.
შენ ბოლო გზაზე ხომ გააცილე
თვალცრემლიანმა დედა.
მე კი საფლავი ჯერაც არ ვიცი,
მხოლოდ სიზმარში ვხედავ.
შენ საქართველოს ჰაერს ისუნთქავ,
ზეცას გაჰყურებ ქართულს,
ქუჩაში ვინმე რომ შეგედაოს,
ხმამაღლა გასცემ პასუხს.
მე კი უჩუმრად დავიარები,
გამომეცალა ძალა,
ბევრჯერ წავაწყდი უსამართლობას,
მაგრამ დუმილმა მძალა.
შენ ყოველ დილა ქართულად ისმენ
"დილამშვიდობის ძმაო",
მე კი დამღალა ამ უცხო ენამ,
ამას ვჩივი და ვდაობ.
ნუ შეგშურდებათ ემიგრანტების
ბედუკუღმართი ყოფა.
ბევრჯერ ვინატრეთ მშიერ-მწყურვალი
ჩვენს სამშობლოში ყოფნა.
ვიცი, შანსი თუ ერთხელ მოგეცათ,
თქვენც "გაიხურავთ კარებს",
მაშინ მიხვდებით რაა სამშობლო,
შენი კუთხე და მხარე.
ცრემლი მისველებს ფურცელს და კალამს,
ბევრი სათქმელი დამრჩა,
მაშინ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ,
თუ დამიფასდა გარჯა.
მარინა ყიფიანი http://www.youtube.com/watch?v=iXdUCXxtYII
http://www.youtube.com/watch?v=qOIDAif9ruc <daackapune am linkze mausit tu kompiuterit xar da naxav G I O R G I S saintereso vodeosac....
http://www.youtube.com/watch?v=KGTEeY-fz8M&feature=related
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев