"ბარსამ" 2005 წლის 19 ნოემბერს "ბერნაბეუზე" "რეალი" დაამარცხა 0:3 და რონალდინიომ საოცარი თამაშისთვის ადგილობრივი პუბლიკის ტაშიც კი დაიმსახურა. ამავე სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად მოუგო "ჩელსის" 1:2 და "მილანს" 0:1. "ბარსა" 17 მაისის პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში არსენალი დაამარცხა 2:1 და კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი. ქალაქ ბარსელონას ქუჩემში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა თავისი გუნდის ტრიუმფის საზეიმოდ.
2006-07 წლების სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გაუთავებელმა მოგზაურობებმა და წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებმა უარყოფითი შედეგი მოიტანა. კატალონიის თასს თუ არ ჩავთვლით გუნდმა სეზონი უტიტულოდდ დაასრულა, რამაც ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროებისაკენ უბიძგა და შედეგად "ბარსელონაში" სეზონის დამთავრებისთანავე 3 კვირის განმავლობაში 4 მსოფლიო კლასის ფეხბურთელი მოვიდა. ტიერი ანრიმ, ერიკ აბიდალმა, იაია ტურემ და გაბრიელ მილიტომ გუნდში არსებული ყველა პრობლემატური პოზიცია გააძლიერეს და 2007/08 წლების სეზონს გულშემატკივარი დიდი იმედებით შეხვდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев