იმ პერიოდის "ბარსელონაში" თამაშობდნენ: ხოსეპ გვარდიოლა, ჩიკი ბეგირისტაინი, ხოსე მარი ბაკერო, ანდონი გოეკოეჩეა, გეორგე ჰაჯი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი, ხრისტო სტოიჩკოვი და რომარიო. ამ გუნდმა ზედიზედ 4-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 1990-1994 წლებში და ორი ევროტურნირის ფინალში (1989 წელს თასების მფლობელთა თასი და 1992 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი) დაამარცხა იტალიური სამპდორია. "ბარსამ" იმ წლებში ასევე მოიგო ესპანეთის თასი 1990-ში, ევროპის სუპერ თასი 1992-ში და 3 ესპანეთის სუპერ თასი. მოპოვებული 11 ტიტულით კრუიფი დღემდე კლუბის ყველა დროის წარმატებულ მწვრთნელად რჩება. მან ყველაზე მეტ ხანს - 8 წლის მანძილზე უხელმძღვანელა "ბარსას" და ბოლო 2 უტიტულო სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев