ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 2 ჭიქა
ფქვილი 1,5 ჭიქა
დარბილებული კარაქი 210 გ
რძე 1/2 ჭიქა
კაკაო 2 ს/კ
სოდა ძმრით 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა თქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ ნელ-ნელა ერთი ჭიქა შაქარი და თქვიფეთ, სანამ ბეზე არ გამკვრივდება.
ცოტათი გაადნეთ (ან წინასწარ გქონდეთ კარგად დარბილებული) კარაქი და აურიეთ ერთი ჭიქა შაქარი, დაუმატეთ 6 კვერცხის გული, კაკაო, სოდა ძმრით, რძე და ფქვილი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ მაღალკიდეებიან ფორმაში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით (მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით).
გამომცხვარი ბისკვიტის ზემოდან თანაბრად გაანაწილეთ ათქვეფილი ბეზე და კვლავ შედგით ღუმელში 10 წუთით, სანამ ბეზე ზემოდან არ მოიბრაწება.
სურვილსამებრ, მზა ტორტს მოასხით შოკოლადის მინანქარი, ან უბრალოდ წყლის აბაზანაზე გამლღვალი შოკოლადის ფილა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 134